რამდენით განისაზღვრა სკოლის ექიმის და ექთნის ხელფასი და რა სიახლეა მოსწავლეზე გათვლილ ვაუჩერულ დაფინანსებაში
„ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილება შევიდა.
ბრძანების თანახმად, გაწერილია ქართულენოვანი და არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისთვის მოსწავლეზე გათვლილი ვაუჩერის ოდენობა და თანხები მოსწავლეების რიცხვოვნობის მიხედვით.
იხილეთ ცვლილებები დეტალურად
გარდა ამისა, მოცემულია სკოლაში გახსნილი სამედიცინო კაბინეტის ექიმისა და ექთნის ანაზღაურების პრინციპი და სკოლისთვის ბილინგვური განათლების სასკოლო სასწავლო გეგმის დანერგვის კოორდინატორის შრომის ანაზღაურების საკითხი:
„საჯარო სკოლის ტერიტორიაზე სამედიცინო კაბინეტის /პუნქტის ფუნქციონირების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში − სამინისტრო ) მიერ შერჩეულ საჯარო სკოლებს, ამ დადგენილებით გათვალისწინებული დაფინანსების გარდა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, ყოველთვიურად გამოეყოფათ დამატებითი დაფინანსება საჯარო სკოლის ტერიტორიაზე არსებულ სამედიცინო კაბინეტში /პუნქტში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული თითოეული პირის შრომის ანაზღაურებისათვის, სკოლის ექიმის შემთხვევაში − 660 ლარის, ხოლო სკოლის ექთნის შემთხვევაში − 550 ლარის ოდენობით და „დაგროვებითი პენსიის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საპენსიო შენატანისთვის − დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით“.
„არაქართულენოვან საჯარო სკოლებში ბილინგვური განათლების მიდგომის გამოყენებით ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის მიზნით, სამინისტროს მიერ შერჩეულ საჯარო სკოლებს, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, ყოველთვიურად გამოეყოფათ დამატებითი დაფინანსება საჯარო სკოლაში ბილინგვური სასკოლო სასწავლო გეგმის დანერგვის კოორდინატორის შრომის ანაზღაურებისათვის 685 ლარის ოდენობით და „დაგროვებითი პენსიის შესახებ “ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საპენსიო შენატანისთვის − დასაქმებულზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით“, – ვკითხულობთ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში, რომელიც დღეს, 12 იანვარს გამოქვეყნდა.
ასევე იხილეთ:
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება