GE

რას სთავაზობს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი მობილობის მსურველებს

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მობილობით გადასვლის მსურველთათვის ვადები უკვე განისაზღვრა. აღნიშნულ უნივერსიტეტში გადასვლის უფლება აქვს მხოლოდ იმ სტუდენტს, რომელმაც დადგენილ ვადაში გაიარა რეგისტრაცია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე eqe.ge. ინსტრუქტცია იხილეთ ბმულზე.

EEU -ში მობილობის წესით სტუდენტთა ჩარიცხვისთვის დარეგისტრირებულ ვაკანტურ ადგილებზე ჩაირიცხებიან მხოლოდ ის სტუდენტები, რომელთაც ჩაბარებული აქვთ ერთიანი ეროვნული/საერთო სამაგისტრო გამოცდები და მათ მიერ მიღებული შეფასება აღემატება მობილობის სხვა მსურველთა შესაბამის შედეგებს.

მობილობის მსურველი პირი ვალდებულია, უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრულ ვადაში მიმართოს განცხადებით EEU–ს, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს აღნიშნულ ფაკულტეტზე ან საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2015–2016 სასწავლო წლიდან EEU–ში მობილობის წესით ჩარიცხული სტუდენტებისათვის სწავლის საფასური განისაზღვრება სემესტრში:

საბაკალავრო პროგრამებზე:

  • ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები, მენეჯმენტი, მარკეტინგი) –1125 ლარი.
  • სამართალი – 1190 ლარი.
  • ინგლისური ფილოლოგია -1125 ლარი.
  • საერთაშორისო ურთიერთობები –1125 ლარი.

საბაკალავრო პროგრამების აღწერილობა იხილეთ ბმულზე

სამაგისტრო პროგრამაზე:

  • სამართალი – 1250 ლარი;

სამაგისტრო პროგრამების აღწერილობა იხილეთ ბმულზე

ვაკანსიები:

ა) ბაკალავრიატი

იურიდიული ფაკულტეტი

ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტი

ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბ) მაგისტრატურა

იურიდიული ფაკულტეტი

დოკუმენტაციის მიღების ვადები:

  • დოკუმენტაციის მიღება – 8–11 თებერვალი;
  • უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება – 12–15 თებერვალი;
  • აღიარებული კრედიტების სტუდენტთათვის გაცნობა – 16 თებერვალი;
  • ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარდგენა – 17 თებერვალი;

წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული):

  • განცხადება EEU-ს რექტორის სახელზე (განცხადების ფორმა ივსება საბუთების ჩაბარებისას ფაკულტეტზე);
  • სრული ზოგადი/უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატის ასლი (2005-2010 წლებში ჩარიცხულთათვის);
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი;
  • სტუდენტის სასწავლო ბარათის ასლი;
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

საბუთები მიიღება მიმდინარეობს 10–დან 17 სთ – მდე EEU–ს მე-15 ოთახში.

მისამართი: თბილისი, შატილის ქ. #4.

საკონტაქტო: 577 50 53 54; 032 248 01 41

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური