GE

რას სთავაზობს ალტერბრიჯი მომავალ სტუდენტებს

მომავალი სტუდენტისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სასწავლო პროგრამა, ლექტორები და საგანმანათლებლო საქმიანობის დეტალები, არამედ ის აკადემიური სივრცეც, რომელშიც დიდი დროის გატარებასა და განათლების მიღებას გეგმავს.

ალტერბრიჯი თანამედროვე, კომფორტულ გარემოს სთავაზობს სტუდენტებს.

„არე არქიტექტურას“ მიერ დაპროექტებული ლოფტის ტიპის შენობა თავისი დიზაინით იმეორებს სწავლის მთავარ პრინციპს: “ის არასოდეს სრულდება, ყველა ეტაპზე გიჩენს განცდას, რომ სრულყოფილია და ამავდროულად, გაძლევს მოტივაციას არ გაჩერდე”.

„ხშირად ვხუმრობთ, რომ ყველა გზა „ალტერბრიჯში“ მოდის. ჩვენთან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოხვედრა შესაძლებელია თბილისის ნებისმიერი წერტილიდან. ასევე, სტუდენტები დადიან ფეხით, ველოსიპედით, სკუტერით, სქროლით და საკუთარი ავტომობილით. შენობას ერთ მხარეს ემიჯნება მაღლივის ხიდი, რომელიც საბურთალოსა და ბაგებს აკავშირებს”, – გვეუბნებიან ალტერბრიჯში.

კამპუსში ნებისმიერი ინტერესის ადამიანი იპოვის მოსასვენებელ, სასწავლო, შთამაგონებელ და განსატვირთ სივრცეს. აუდიტორიები, დერეფნები, მედიათეკა, კაფეტერია, რექტორის და ადმინისტრაციის ოთახები – ყველაფერი ერთად ქმნის სტუდენტებისთვის „მეორე სახლს“.

„პანდემიური რეალობიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ვიზრუნეთ თქვენს კომფორტზე და დავგეგმეთ ვიდეო-ტური, რომლის საშუალებითაც გაეცნობით კამპუსს, დაათვალიერებთ მის თითოეულ ნაწილს, წაიკითხავთ მოკლე-ისტორიებსა და აღწერილობებს, შეიგრძნობთ იმ ენერგიას, რომელიც ჩვენს უნივერსიტეტს ალტერნატიული განათლების სივრცედ აქცევს”.

იხილეთ ალტერბრიჯის მიერ მომზადებული ვიდეო.

„ციფრული სამყაროს შესაძლებლობები უსაზღვროა, თუმცა ვთვლით, რომ რეალურად ნანახი, ადგილზე გაცნობილი ალტერბრიჯი კიდევ უფრო დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენზე. იმედია, მალე გიხილავთ ჩვენს კედლებში. გახდით #ალტერი“, – ამბობენ უნივერსიტეტში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური