რატომ დატოვა თანამდებობა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელმა
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა მარინე ჩიტაშვილმა თანამდებობა დატოვა.
განათლების და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, ფონდის უკვე ყოფილი ხელმძღვანელის სურვილია, რომ სამეცნიერო საქმიანობა განაგრძოს.
„მოგეხსენებათ, ქალბატონი მარინე ერთ-ერთი მოწინავე და წამყვანი მეცნიერია და მეცნიერისთვის ადმინისტრაციული პოზიცია არ არის ძალიან მიმზიდველი. გული ძალიან დაგვწყდა ქალბატონი მარინას გადაწყვეტილების გამო, თუმცა ხელი უნდა შევუწყოთ”, – აღნიშნა მინისტრმა EDU.ARIS.GE-ს კითხვის პასუხად.
თუმცა, თავად მარინე ჩიტაშვილმა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან წასვლა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ახსნა, რომლის მიხედვით, სამეცნიერო გრანტების გამცემი კომისიის ექსპერტების შემადგენლობა გასაიდუმლოებული აღარ იქნება.
“29 მარტიდან იმდენი დამამშვიდებელი ზარი შემოვიდა რუსთაველის ფონდის დირექტორის პოსტის დატოვების გამო [“შენ არ ინერვიულო'”] და კიდევ იმდენი მოარული აზრი მომაწოდეს ჩემი გათავისუფლების სხვადსხვა მიზეზების შესახებ, რომ გადავწყიტე საჯაროდ გამოვაქვეყნო ჩემი განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ. თუ ვინმესთვის განცხადებაში მითითებული მიზეზი საკმარისი არგუმენტი არ არის, ერთი განმარტება მინდა გავაკეთო – ორ სკამზე ერთდოულად ვერ ვიჯდები. მე კანონმორჩილი ადამიანი ვარ. ვალდებული ვარ დავემორჩილო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, მაგრამ ვერავინ მაიძულებს, თვით საკონსტიტუციო სასამართლოც კი, რომ მოვიქცე ჩემი რწმენის, პროფესიული ეთიკისა და ცოდნის საწინააღმდეგოდ.
“ცნობისთვის 20 მარტიდან ვიყავი შვებულებაში, 28 მარტს მომწერეს სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, 29 მარტს დავწერე განცხადება სამსახურში გამოუსვლელად და დავტოვე თანამდებობა. ახლა ველოდები ბრძანებას ოფიციალურად ჩემს განცხადებაზე.
მედიის წარმომადგებლების საყურადღებოდ, რომლებსაც გაქვთ სურვილი რომ ამ თემიდან სიუჟეტი გააკეთოთ – არანაირი დამატებითი კომენტარი არ იქნება, ვიდრე არ დააკმაყოფილებენ ჩემს განცხადებას”, – ეს განცხადება მარინე ჩიტაშვილმა გამოაქვეყნა და თან დაურთო იმ განცხადების ტექსტი, რომლითაც განათლების მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავას გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა.
ამჟამად, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოვალეობას მარინე ჩიტაშვილის მოადგილე, სამეცნიერო გრანტებისა და პროგრამების უზრუნველყოფის – შეფასებისა და ანალიზის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფონდების მოზიდვის მიმართულებით, მანანა მიქაბერიძე ასრულებს.
სამეცნიერო გრანტის მიმნიჭებელი ექსპერტების შემადგენლობა გასაიდუმლოებული აღარ იქნება – სასამართლო
მეცნიერებას დაფინანსება შეუმცირდა
ცისანა შერგილაშვილი
ქეთი გიგოლაშვილი
- დადგინდა რამდენი ლარით დაფინანსდება 2025-2026 სასწავლო წელს მასწავლებლისა და სპეციალური მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა სწავლა by ARIS.GE-განათლება
- რა ოდენობებით განისაზღვრა ხელფასები მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 2025 წელს – საშტატო ნუსხა და თანხები by ARIS.GE-განათლება
- საბაზო საფეხურის ხანგრძლივობის შეცვლის შემდეგ, წარჩინებულ მოსწავლეზე კომპიუტერის გადაცემის პრინციპიც შეიცვალა – განმარტება by ARIS.GE-განათლება