GE

ვირჩევ უნივერსიტეტს: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსტეტი (064)

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა 97% დასაქმებულია. უნივერსიტეტს 24-საბაკალავრო, 19-სამაგისტრო და 6-სადოქტორო პროგრამა აქვს და 90-ზე მეტ პარტნიორ უნივერსიტეტთან თანამშრომლობს მსოფლიოს მასშტაბით. თავად შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში განათლებას 27 ქვეყნის წარმომადგენელი სტუდენტი ეუფლება, რაც მულტიკულტურულ გარემოს ქმნის და მნიშვნელოვანია აკადემიურ-სოციალური ცხოვრებისათვის.

IBSU-დაფინანსების სისტემით განათლების მიღება ნებისმიერი მოტივირებული ახალგაზრდისთვისაა ხელმისაწვდომი.

გრანტს + გრანტი!

თუ სახელმწიფო გრანტის მფლობელი ხარ – IBSU-ს 70%, 50% ან 30% გრანტით ისარგებლებ!
თუ სახელმწიფო გრანტის მფლობელი ხარ, სკოლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი ან ეროვნულ-სამეცნიერო ოლიმპიადის  III ტურში გადახვედი – IBSU-ს 100%, 70% ან 50% გრანტი შენია!

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ყოველწლიური სასკოლო ოლიმპიადის (მიმდინარეობს რეგისტრაცია) პირველ ორმოცდაათეულში მოხვედრისას, მიიღებ სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებას (25%-100%)

თუ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროგრამებს (კოდი 064) უპირატესობას მიანიჭებ და უნივერსიტეტების ჩამონათვალში პირველს ჩაწერ, 20%-იან დაფინანსებას მიიღებ!

მნიშვნელოვანი შეღავათებია ეროვნული ნაკრების სპორტსმენებისათვის, შეიარაღებული ძალებში მომსახურე ოჯახის წევრებისათვის და სხვ.

იხილეთ დაწვრილებითი ინფორმაცია IBSU-ს გრანტების და შეღავათების შესახებ

ამ დროისთვის, საგრანტო პირობებით 1000-ზე მეტი სტუდენტი სარგებლობს. გაცემული გრანტების ჯამური თანხა კი 5 მილიონ ლარზე მეტია.

შეარჩიე შენთვის სასურველი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო ან სადოქტორო სასწავლო პროგრამა (2018/2019)

გაცვლითი პროგრამების დიდი შესაძლებლობები და 27 ქვეყანა ერთ უნივერსიტეტში.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს გაფორმებული აქვს მემორანდუმი 90-ზე მეტ უცხოურ საგანმანათლებელო დაწესებულებასთან. მემორანდუმის საფუძველზე წელიწადში 70-80 სტუდენტი იღებს გაცვლით პროგრამაში მონაწილეობას.

უნივერსიტეტს აქვს ინგლისურ ენაზე სწავლების მრავალწლიანი გამოცდილება.

IBSU-ში ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა 5 ფაკულტეტზე ფუნქციონირებს. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლების მაღალ დონეს ადგილობრივი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული 200-ზე მეტი პროფესორი უზრუნველყოფს. უნივერსიტეტის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება კვლევითი საქმიანობაა. წელიწადში ორჯერ გამოიცემა სამეცნიერო ჟურნალები, სადაც აკადემიურ პერსონალთან ერთად, სტუდენტებსაც აქვთ კვლევების გამოქვეყნების შესაძლებლობა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ხელს უწყობს სტუდენტების კარიერულ წინსვლას და დასაქმებას.

უნივერსიტეტში ფუნქციონირებს კარიერის დაგეგმვის დეპარტამენტი, რომელიც პოტენციურ დამსაქმებელთან სტუდენტის დაკავშირებას უზრუნველყოფს. სწორედ ამიტომ, კურსდამთავრებულთა 97% დასაქმებულია. კარიერის დაგეგმვის სამსახური სხვადასხვა კომპანიების მონაწილეობით წელიწადში ორჯერ ატარებს დასაქმების ფორუმს. აღნიშნულ ფორუმზე, სტუდენტები ინფორმაციას კომპანიების წარმომადგენლებისაგან იღებენ და მათთვის სასურველ პოზიციაზე დასაქმების შესაძლებლობა ეძლევათ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აბიტურიენტებს საშუალებას აძლევს სწორად განსაზღვრონ მომავალი პროფესია.

უფროსკლასელებისთვის ერთ-ერთი გამოწვევა სწორედ მომავალი პროფესიის შერჩევა არის. ძალიან ხშირად მოსწავლეებს არ აქვთ  გადაწყვეტილი, თუ სად უნდა ჩააბარონ. მათ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი სთავაზობს პროგრამას IBSU-ელი რამდენიმე დღით, იმისათვის რომ ახლოდან გაეცნონ უნივერსიტეტის სტრუქტურას, დაესწრონ ლექციებს, გაერკვნენ სხვადასხვა მიმართულებებში და ამის შემდეგ განსაზღვრონ სასურველი ფაკულტეტი და მომავალი პროფესია.

სტუდენტებს საშუალება აქვთ 30-ზე მეტი განსხვავებული მიმართულების კლუბის საქმიანობაში ჩაერთონ, მიიღონ მონაწილეობა სპორტის სხვადასხვა სახეობის ჩემპიონატში. ივარჯიშონ სპორტდარბაზში, კალათბურთის მოედანზე, ღია და დახურულ სტადიონებზე; განიტვირთონ ექსკურსიებზე, პიკნიკებსა და ლაშქრობებზე, არაფორმალურ გარემოში.

ეს მხოლოდ მცირეოდენი ჩამონათვალია იმ მიზეზებისა, თუ რატომ არის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი რეიტინგებით ერთ-ერთი მოწინავე საქართველოს განათლების ბაზარზე და რატომ ირჩევენ მას აბიტურიენტები

იხილეთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო სასწავლო პროგრამები 2018/2019

ვირტუალური ტური შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში (360°)

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური