GE

ვირჩევ უნივერსიტეტს: ქუთაისის უნივერსიტეტი (019)

ქუთაისის უნივერსიტეტი 26 წელია, რაც საქართველოში საგანმანათლებლო საქმიანობას ახორციელებს. 2010 წლიდან დღემდე ქუთაისის უნივერსიტეტი ევროკავშირის 11 საერთაშორისო პროექტის მონაწილეა. ქუთაისის უნივერსიტეტის ბაკალავრების 70% და მაგისტრების 95% დასაქმებულია. უნივერსიტეტში სწავლება საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკლუტეტის სამივე საფეხურზე მიმდინარეობს (საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო).

ქუთაისის უნივერსიტეტში (019) ჩარიცხულ სტუდენტებს საშუალება აქვთ  ისარგებლონ სასწავლო 0%-იანი სესხით და მოიპოვონ სხვადასხვა სახის სტიპენდია!

ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები ისარგებლებენ 0%-იანი სასწავლო სესხით თავად უნივერსიტეტისგან. სწავლის წლიური საფასური გადანაწილდება 10 თვეზე სასწავლო წლის განმავლობაში.

UNIK – ში 100% – იანი სახელმწიფო გრანტი ნიშნავს სტიპენდიას ასი ლარის ოდენობით.

იხილეთ დამატებითი ინფორმაცია UNIK – ის სტიპენდიების შესახებ

ორი მაღალი რეიტინგის მქონე  სტუდენტს დაენიშნება დამფუძნებელთა სტიპენდია 100 – 100 ლარის ოდენობით.

შეარჩიე შენთვის სასურველი ქუთაისის უნივერსიტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო ან სადოქტორო სასწავლო პროგრამა (2018/2019)

 

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების რაოდენობის მიხედვით UNIK-ი პირველია საქართველოს კერძო უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს შორის.

გაცვლითი პროგრამებით დაინტერესებულ სტუდენტებს ქუთაისის უნივერსიტეტი ფართო შესაძლებლობებს სთავაზობს. სრულიად დაფინანსებულ გაცვლით პროგრამებში ჩართვა ყველა საფეხურის სტუდენტებისთვისაა შესაძლებელი ერაზმუს + პროგრამების ფარგლებში.

უნივერსიტეტში ფუნქციონირებს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო ურთიერთობათა პოლიტიკას. UNIK-ს ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული ჰავაის წყნარი ოკეანის უნივერსიტეტთან, ბელორუსიის სახელმწიფო ეკონომიკურ უნივერსიტეტთან, ოდესის ნაციონალურ საზღვაო აკადემიასთან და სხვა.

იხილეთ დამატებითი ინფორმაცია უნივერსიტეტის საერთაშორისო საქმიანობის შესახებ.

თემო ნიქაბაძე, სტუდენტი  – “ვინც წელს უნივერსიტეტში აბარებს, ვურჩევ, აირჩიოს ქუთაისის უნივერსიტეტი და მისი წარმარტება ნამდვილად დაიწყება აქ !

ქუთაისის უნივერსიტეტმა იმედები გამიმართლა! ამ უნივერსიტეტმა მომცა შანსი, სწავლის გარდა სხვა განხრითაც მიმეღო გამოცდილება. კერძოდ, ქუთაისის უნივერსიტეტში აქტიურად ტარდება მანსანკანის ჩემპიონატი. მეც ვიღებდი მონაწილეობას და ამის დამსახურება არის, რომ მე დღეს კომედი შოუს მსახიობი ვარ. უნივერსიტეტს ჰყავს თეატრის კოლექტივი, რომლის წევრებიც, რა თქმა უნდა, ჩვენი სტუდენტები არიან და წარმატებით გამოდიან თბილისში გამართულ კონკურსებში. ამით იმის თქმა მინდა, რომ სტუდენტის განვითარება ხდება ძალიან ბევრი მიმართულებით: სწავლა, სამსახიობო ოსტატობა და იუმორიც, რაღა თქმა უნდა.

ქუთაისის უნივერსიტეტს სხვა უნივერსიტეტებისგან გამოარჩევს მაღალი დონის ლექტორები, რომლებიც მაქსიმალურად ზრუნავენ სტუდენტების განათლებაზე. კიდევ ერთი მთავარი ფაქტორი არის ის, რომ კარგი სწავლა ქუთაისის უნივერსიტეტში აუცილებლად ფასდება !”

დატვირთული გრაფიკის მქონდე სტუდენტებისთვის ქუ-ში მოქმედებს ონლაინსწავლების ელექტრონული პროგრამა.

ქსელის ვებგვერდზე განთავსებულია ყველა საბაკალავრო და სამაგისტრო სასწავლო კურსი. კურსების შემქმნელები არიან უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები. ყველა კურსის გვერდზე სტუდენტმა შეიძლება იპოვოს შესაბამისი ლიტერატურის ელექტრონული ვერსია ან ლინკი, სალექციო კურსი და ტესტები. ქსელი საშუალებას აძლევს სტუდენტს  ონლაინრეჟიმში პროფესორ-მასწავლებლების უშუალო ხელმძღვანელობით და მითითებებით შეასრულოს სხვადასხვა დავალებები, მათ შორის, ქვიზები და შუალედური გამოცდები. მიიღოს შეფასებები.

კოტე ლექვინაძე, სტუდენტი  – „იყო ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტი“ – ს დეფინიციათაგან ერთ-ერთია იყო წარმატებული და „პრესტიჟული“ როგორც კოლექტიური თვალსაზრისით, ისე, ინდივიდუალურ დონეზე.

ქუთაისის უნივერსიტეტი ერთადერთი კერძო უნივერსიტეტია დასავლეთ საქართველოში სწავლების სამივე საფეხურით. უნივერსიტეტი ასევე გამოირჩევა სტუდენტური სესხით, წლიური საფასური ნაწილდება 10 თვეზე. ეს შეღავათი სტუდენტს თავიდან არიდებს ფინანსური პრობლემის გამო შეაფერხოს ან შეაჩეროს სწავლა.

აბიტურიენტებისათვის აუცილებელია სწორად შეარჩიონ პრიორიტეტები, რადგან ამ ეტაპზე მიღებულ გადაწყვეტილებას შეუძლია განსაზღვროს მათი მომავალი ცხორების ხარისხი. ყველა აბიტურიენტისათვის ოცნებაა მოგზაურობა სხვასადხვა ქვეყანაში, მაგრამ ქუთაისის უნივერსიტეტში ოცნება მიზნად ტრანსფორმირდება, რომელიც მარტივად მიღწევადია! იბლიოთეკა, „მწვანე ოთახი“, ოთახი 405 – CREALAB, პუფები და ინტერნეტთან თავისუფალი წვდომა (უფასო Wi-Fi) სტუდენტურ ცხოვრებას სასიამოვნოს ხდის.

როგორი დასაქმების შესაძლებლობები აქვთ ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებს? 

უნივერსიტეტში ფუნქციონირებს კარიერის ხელშემწყობი სამსახური. ის აწვდის სტუდენტებს ინფორმაციას ვაკანსიების შესახებ და უკავშირდება პოტენციურ დამსაქმებელს, აწარმოებს მოლაპრაკებებს რეგიონში და მთლიანად საქართველოში მოქმედ კომპანიებთან. უნივერსიტეტს თანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული ცნობილ და წარმატებულ კომპანიებთან და ბანკებთან, სადაც სტუდენტები გადიან სტაჟირებას. მათ შორის საუკეთესო სტაჟიორები საქმდებიან ამ კომპანიებში.

ქუთაისის უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია სტუდენტების სამეცნიერო საქმიანობაში ჩართულობა!

სტუდენტების სამეცნიერო საქმიანობაში ჩართვის მიზნით უნივერსიტეტში გამოდის ეკონომიკური  ჟურნალი – “ეკონომიკური პროფილი”, რომელსაც კოორდინირებას უწევს “სამეცნიერო – ანალიტიკური ცენტრი”. ჟურნალი გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტორნული სახით. ჟურნალი რეფერირდება და ანოტაციები ქვეყნდება რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო ინფორმაციის ინსტიტუტში. ქუთაისის უნივერსიტეტში ხშირად ეწყობა სამეცნიერო კონფერენციები.

აზა იფშირაძე, ასოცირებული პროფესორი – “ქუთაისის  უნივერსიტეტის სტუდენტებს აქვთ პრაქტიკისა და ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის შესაძლებლობა, მათ შორის, საკუთრივ უნივერსიტეტში, ინგლისურ ენაზე სწავლების შესაძლებლობა, ევროპულ განათლებასთან ზიარებისა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ჩართვის შესაძლებლობა, სხვადასხვა სახის შეღავათებისა და დაფინანსების მოპოვების, ასევე, ონ-ლაინ სწავლების და მრავალფეროვანი სტუდენტური სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა.

გამომდინარე იქედან, რომ ქუთაისის უნივერსიტეტი ავითარებს სამივე საფეხურის პროგრამებს, სტუდენტებს ფართო შესაძლებლობა ექმნებათ კვლევითი უნარების ფორმირებისა და გაუმჯობესების, კვლევებში ჩართულობის შესაძლებლობათა განვითარების კუთხით. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს სამეცნიერო ჟურნალი, ტარდება სამეცნიერო კონფერენციები და ა.შ. გარდა ამისა, უნივერსიტეტში სულ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მიერ ერთობლივი კვლევების განხორციელებას.

ქუთაისის უნივერსიტეტი (019) გთავაზობთ მაღალი დონის განათლებას კეთილმოწყობილ გარემოში !

ქუთაისის უნივერსიტეტი ქალაქის ცენტრში მდებარეობს. ექვსსართულიან შენობაში აბიტურიენტებს დახვდებათ თანამედროვე ლიტერატურით აღჭურვილი ბიბლიოეთეკა (10 000 ერთეული წიგნადი ფონდი) და სამკითხველი დარბაზი, ორი კომპიუტერული კლასით, ენათა ცენტრი, სააქტო და საკონფერენციო დარბაზები.

მირზა ხიდაშელი, ქუთაისის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი“ქუთაისის უნივერსიტეტი მისი დაარსების დღიდან გამორჩეული მეცნიერებითა და პედაგოგებით იყო დაკომპლექტებული. დამფუძნებლებთან და ადმინისტრაციასთან ერთად, სწორედ მათი შრომის შედეგია უნივერისტეტის 26 წლიანი ისტორია და წარმატებები. ქუთაისის უნივერსიტეტის სპეციალიზაციამ ბიზნესისა და ეკონომიკის მიმართულებით კიდევ უფრო შეუწყო ხელი მისი ცნობადობის ზრდას და აქცია იგი გამორჩეულ უმაღლეს სასწავლებლად.

 სტუდენტებს, საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში და გარკვეული პერიოდი ისწავლონ საზღვარგარეთ.აღსანიშნავია ურთიერთობები და გარემო, რომელიც სტუდენტს ქუთაისის უნივერსიტეტში ხვდება. მეთოდები და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რომელთა საშუალებითაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს, მაქსიმალურად ადაპტირებული და მორგებულია სტუდენტთა მოთხოვნებსა და საჭიროებებზე.”

 

ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზები მცირეოდენი ჩამონათვალია, თუ რატომ უნდა აირჩიოს
აბიტურიენტმა ქუთაისის უნივერსიტეტი (019) და გახდეს საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული უნივერსიტეტის სტუდენტი.

იხილეთ ქუთაისის უნივერსიტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო ან სადოქტორო სასწავლო პროგრამა (2018/2019)

 

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური