GE

ვირჩევ უნივერსიტეტს: გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი (143)

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი (კოდი 143) ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ახალი უნივერსიტეტია, რომელიც მდიდარ ტრადიციებს ეფუძნება.

GTUNI – ში საბაკალავრო და სამაგისტრო სასწავლო პროგრამები შემდეგი სპეციალობების მიხედვით ხორციელდება:

ბაკალავრიატი: ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი, მარკეტინგი, ფინანსები), ტურიზმი, ჟურნალისტიკა, ფსიქოლოგია და სამართალი.

მაგისტრატურა: საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი, საბანკო საქმე, რეკრეაციული ტურიზმი, კერძო სამართალი, სისხლის სამართალი და მასობრივი კომუნიკაცია.

შეარჩიე შენთვის სასურველი გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის (გთუნი – კოდი 143) საბაკალავრო ან სამაგისტრო სასწავლო პროგრამები (2018/2019)

რას სთავაზობს GTUNI  აბიტურიენტებს ?!

აბიტურიენტებს, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე პირველ და მეორე პრიორიტეტს მიანიჭებენ გურამ თავართქილაძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტს (კოდი 143) სწავლის საფასური 10% – ით შეუმცირდებათ !

ერთი სკოლიდან ჩარიცხულები, უნივერსიტეტში ერთდროულად სწავლის პერიოდში, ისარგებლებენ შეღავათით და თითოეულს სწავლის საფასური შეუმცირდება 2000 ლარამდე;

აბიტურიენტები, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიიღებენ სახელმწიფო გრანტს და პრიორიტეტს მიანიჭებენ უნივერსიტეტს, ისარგებლებენ შიდა დაფინანსებით:
50% – იანი სახელმწიფო გრანტის შემთხვევაში – თანადაფინანსება დარჩენილი თანხის 50% – ით;
70% – იანი სახელმწიფო გრანტის შემთხვევაში – თანადაფინანსება დარჩენილი თანხის 30% – ით;

100% – იანი გრანტის მოპოვების შემთხვევაში სტუდენტი ერთი სემესტრის განმავლობაში მიიღებს სტიპენდიას 100 ლარს.

შეღავათები ვრცელდება სახელმწიფო შემოქმედებითი კოლექტივებისა და ეროვნული სპორტული ნაკრების წევრებზე, დედმამიშვილებზე და სხვა.

იხილეთ დაწვრილებითი ინფორმაცია  შეღავათების და სტიპენდიების შესახებ

GTUNI – სთვის პრიორიტეტულია თეორიული ცოდნის პრაქტიკასთან დაკავშირება ! 

უახლესი ტექნიკითა და აპარატურით აღჭურვილ სასწავლო-პრაქტიკულ ლაბორატორიებში სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, თავად შექმნან საკუთარი პროფესიული საქმიანობის პროდუქტი. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს სასამართლო კლინიკა, სადაც სტუდენტები აწყობენ იმიტირებულ სასამართლო პროცესებს. კრიმინალისტიკურ ლაბორატორიაში კვალიფიციური სპეციალისტები შეასწავლიან კრიმინალისტიკურ ტექნიკას, საგამოძიებო ტაქტიკას და ცალკეული სახის დანაშაულთა გამოძიებას. ფუნქციონირებს იმიტირებული სასწავლო ბანკი, სადაც სტუდენტები სწავლობენ საბანკო ოპერაციებს; ტურისტული სააგენტო, რომელშიც სტუდენტებს ეძლევათ საშუალება შეისწავლონ ტურისტული პაკეტების მომზადება; ხოლო კონსალტინგურ ცენტრში სტუდენტები სწავლობენ მარკეტინგისა და მენეჯმენტის მიმართულებით ღონისძიებათა მენეჯმენტს, იძენენ პროექტების მართვის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებსდა მარკეტინგ-მენეჯმენტის პრაქტიკულ ასპექტებს. ტელე და რადიო ლაბორატორიებში  GTUNI-ს სტუდენტები ამზადებენ რადიო და სატელევიზიო სიუჟეტებს, ჩანახატებს, ინტერვიუებს.

სასწავლო პროცესში დანერგილია კომპიუტერული პროგრამები -“ბანკი 2000”, “ამადეუსი” “ArcGis”, “ორისი“ და “MS Project”.

ამირან თავართქილაძე,, პროფესორი, ფინანსებისა და ეკონომიკის კათედრის გამგე“ვისაც სწავლა უნდა !“ ეს ის არის, რაც განგვასხვავებს და სხვა განზომილებას ქმნის.

მათემატიკა, ეკონომიკა, ბიზნესი, ინფორმატიკა და სხვა, ყველგან ისწავლება, ჩვენთან იგი საგნობრივად არა, მაგრამ მიზნობრივად განსხვავებულია. ვასწავლით მათემატიკას ეკონომისტებისათვის, ინფორმატიკის და ფინანსური აღრიცხვის ზოგად კურსთან ერთად – ელექტრონულ პროგრამა „ორისს“, სპეციალიზირებულ საბანკო პროგრამას – „ბანკი 2000“ და ა.შ.”

GTUNI ხელს უწყობს საზღვარგარეთის  უმაღლეს სასწავლებლებში უნივერსიტეტის სტუდენტთა მობილობას.

გთუნი სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობს პადერბორნის უნივერსიტეტთან (გერმანია), ინჰოლანდის უნივერსიტეტთან (ნიდერლანდები), ვარნას თავისუფალ უნივერსიტეტთან (ბულგარეთი), ბრემენჰაფენის უნივერსიტეტთან (გერმანია),  ბადენ-ვიურთენბერგის დუალური სწავლების უნივერსიტეტთან (გერმანია), კონსტანტას ოვიდიუსის სახელობის უნივერსიტეტთან (რუმინეთი), ბანსკა-ბისტრიცას მატეი ბელას უნივერსიტეტთან (სლოვაკეთი), ვენტსპილსის უნივერსიტეტთან (ლატვია), ინგოლშტატის კათოლიკურ უნივერსიტეტთან (გერმანია), ბირმინგემის კოლეჯთან (დიდი ბრიტანეთი), ოდესის საზღვაო აკადემიასთან(უკრაინა) და სხვა.

იხილეთ დაწვრილებითი ინფორმაცია საზღვარგარეთ სწავლების შესახებ.

ლიკა საჯაია – სამართლის ფაკულტეტი, კერძო სამართლის კათედრის ასოცირებული პროფესორი“უნივერსიტეტი ხელს უწყობს საზღვარგარეთის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტთა მობილობას.
გთუნი არის ადგილი სადაც მთავარი სტუდენტი და მისი ინტერესებია!

უნივერსიტეტი უზრუნველყოფს დამამთავრებელი კურსის სტუდენტების სტაჟირებას სასამართლოში, საგამოძიებო სტუქტურებში, ადვოკატთა ბიუროებსა თუ წარმატებულ კომპანიებში. 

GTUNI – ს სტუდენტები ტრანსპორტის უფასო  მომსახურებით სარგებლობენ.

სტუდენტების გადაადგილებას სამი ავტობუსი ემსახურება, რაც უზრუნველყოფს სტუდენტთა უფასო, დროულ, შეუფერხებელ და კომფორტულ გადაადგილებას. ტრანსპორტი მოძრაობს „გადასასვლელი ხიდიდან“ (ც. დადიანის ქ. 39) უნივერსიტეტის მიმართულებით და პირიქით.

მარინე ვეკუა, ჟურნალისტიკის აკადემიური დოქტორი, ჟურნალისტიკის კათედრის გამგე „ გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობა უნდა აირჩიო, რადგან აქ სტუდენტები ეუფლებიან სატელევიზიო და რადიო ოსტატობას თანამედროვედ აღჭურვილ სტუდიებში; ტარდება გასვლითი ლექცია-რეპორტაჟები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში; სტუდენტურ კლუბ – „რეპორტიორში“ იმართება სასწავლო პრეს-კონფერენციები გამოჩენილ ადამიანებთან; დამამთავრებელი კურსის სტუდენტები გადიან პროფესიულ პრაქტიკას, გთუნის სამაგისტრო პროგრამა – „მასობრივი კომუნიკაცია“ საქართველოს ფარგლებში ერთადაერთო პროგრამაა, რომელიც ამზადებს დარგობრივ ჟურნალისტს.”

 

 

ნინო შალამბერიძე, გთუნის მაგისტრანტი, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ადმინისტრაციის იურისტი – “გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ მიიღო უმაღლესი აკადემიური განათლება შენთვის მორგებული პირობებით, კომფორტულ და მეგობრულ გარემოში.  მე, როგორც ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებული აღვნიშნავდი, რომ გთუნი-ში მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით შევძელი ჩამოვყალიბებულიყავი ჩემი საქმის პროფესიონალად და სამსახურებრივ საქმიანობაში ჩემი ცოდნა ნაყოფიერად გამომეყენებინა.”

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი ეხმარება სტუდენტებს დასაქმებაში და მათ კარიერულ წინსვლაზე ზრუნავს. ამ მიზნით უნივერსიტეტში ფუნქციონირებს კურსდამთავრებულთა ასოციაცია. კურსდამთავრებულთა ასოციაცია ახდენს სტუდენტების ინფორმირებას შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნებისა და გამოწვევების შესახებ.

გივი ლობჟანიძე, პროფესორი, საჯარო სამართლის კათედრის გამგე “უნივერსიტეტი სტუდენტზე ორიენტირებულია და აქედან გამომდინარე ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ სტუდენტობისათვის შეიქმნას სწავლისა და განვითარების ყველა პირობა. ამისათვის აქცენტი კეთდება პრიორიტეტებზე, მათ შორის: პროფესურა, მაღალკვალიფიციურად შედგენილი გეგმები და სასწავლო პროგრამები; მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.
დაბოლოს, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, სატრანსპორტო მომსახურებით.
რა რჩება? სწავლასა და შრომას მოწყურებული სტუდენტობა.
აი, ამიტომ უნდა აირჩიოთ გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი.”

GTUNI (კოდი 143) – ნიშნავს კეთილგანწყობილ გარემოს, მეგობრულ ურთიერთობებს !

გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში სტუდენტს შეუძლია მოიძიოს მისთვის საჭირო ნებისმიერი სახელმძღვანელო და სამეცნიერო ლიტერატურა. ბიბლიოთეკაში ფუნქციონირებს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამკითხველო დარბაზი.

ნათია მჟავია, გთუნის მაგისტრანტი„სწორედ აქ შევიძინე პროფესიული ცოდნის უდიდესი ნაწილი და კიდევ ის განსხვავებული განზომილება – „ კეთილგანწყობის ფორმულა“ რომ ჰქვია!

ეს ის კეთილგანწყობაა, რომელიც უნივერსიტეტის კედლების მიღმა და ბაკალავრიატის საფეხურის დამთავრების შემდეგაც მომყვება.
ძნელად თუ მოიძებნება საუნივერსიტეტო სივრცეში ისეთი უნივერსიტეტი, სადაც კურსდამთავრებულის მომავალი კარიერით ინტერესდებიან, წარმატებით ხარობენ და ზრუნავენ  მის კარიერულ წინსვლაზე

ალბათ, აღარ შემეკითხებით, თუ რატომ არის უნივერსიტეტი ჩემი!„

ეს მცირეოდენი ჩამონათვალია, თუ რატომ უნდა აირჩიონ აბიტურიენტებმა  გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი. მას შემდეგ, რაც აბიტურიენტები GTUNI-ს სტუდენტები  გახდებიან, აქტიურ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ჩაერთვებიან და მონაწილეობას მიიღებენ უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებში.

შეარჩიე შენთვის სასურველი გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის (გთუნი – კოდი 143) საბაკალავრო ან სამაგისტრო სასწავლო პროგრამები (2018/2019)

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური