რაზე შეუმცირდება განათლების სამინისტროს დაფინანსება – ცვლილებები 2026 წლის ბიუჯეტში
საქართველოს საკანონმდებლო ორგანო 2026 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს განიხილავს, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსაც შეეხება. ერთის მხრივ სამინისტროს დაემატება თანხები, ხოლო მეორეს მხრივ მოაკლდება.
როგორც ფინანსთა სამინისტრო განმარტავს, 9 თვის ანალიზის გათვალისწინებით გადაიხედა როგორც რეალური ეკონომიკური ზრდის, ასევე სხვა მაკროეკონომიკური პარამეტრები, გადაიხედა ბიუჯეტის როგორც შემოსულობების, ასევე მისი ხარჯვითი ნაწილიც, სადაც ერთის მხრივ გამოვლინდა რიგი პროგრამებისთვის დამატებითი რესურსების გამოყოფის აუცილებლობა, ხოლო მეორეს მხრივ რიგ პროგრამებში სხვადასხვა მიზეზით მიმდინარე წელს წარმოიქმნა გარკვეული რესურსები.
წარმოდგენილი ცვლილებებით კორექტირდება ის პროგრამები და პროექტები, სადაც წარმოქმნილია ეკონომიები ან/და წლის ბოლომდე მოსალოდნელია ათვისების ნაკლები მოცულობა.
“ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მომზადდა 2026 წლის ბიუჯეტში
ცვლილებების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს დამატებითი საჭიროებების დაფინანსებას, ასევე გამოთავისუფლებული რესურსის მიმართვას იმ პრიორიტეტული პროგრამების/პროექტების დაფინანსებაზე, რომელთა განსახორციელებლად საკმარისი რესურსი გათვალისწინებული არ იყო 2027 წლის ბიუჯეტის პროექტში. შესაბამისად წარმოდგენილი ცვლილებები მომზადებულია 2027 წლის ბიუჯეტთან ერთად”, – განმარტავს ფინანსთა სამინისტრო.
საბიუჯეტო ასიგნებების ცვლილებები განათლების სამინისტროს დაფინანსების მიმართულებით ასეთია:
“საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 6,1 მლნ ლარით და შეადგენს 2 708,3 მლნ ლარს. წარმოდგენილი ცვლილებებით 10,0 მლნ ლარი ემატება ზოგადსაგანამანათლებლო სკოლების დაფინანსებას, ხოლო მოსალოდნელი ათვისების გათვალისწინებით 3,9 მლნ ლარით მცირდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან დაფინანსებული პროფესიული განათლბის ხელშეწყობის პროგრამა”, – წერია საკანონმდებლო ორგანოსთვის გადაგზავნილი კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
ასევე იხილეთ:
-
„სტატუსს ხომ არ შევუწყვეტთ და გავაგდებთ?!“ – განათლების სამინისტრო განმარტავს, სწავლის გაგრძელების/დასრულების რა შანსი აქვს მილევადი პროგრამის სტუდენტს
by ARIS.GE-განათლება
-
6 წელს მიუღწეველი ბავშვების პირველ კლასში ჩარიცხვას 2027-2028 სასწავლო წლისთვისაც ითხოვენ – მოქალაქეების პეტიცია პარლამენტს
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების სამინისტროს დაფინანსება 2027 წლის შეცვლილი ბიუჯეტით ყველა მიმართულებით გაზრდილია – თანხების ახალი განაწილება
by ARIS.GE-განათლება