რაზე უნდა გააკეთოს მასწავლებელმა აქცენტი ონლაინ სწავლებისას – თემურ სუყაშვილის პასუხი
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2018 წლის ათეულის წევრი, თემურ სუყაშვილი, მარნეულის N2 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების/მოქალაქეობის, ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებელი, ასევე პედაგოგი მე-5 საჯარო სკოლაში, ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ პედაგოგებმა აქცენტი მოსწავლეების მხრიდან ტექნოლოგიების დაუფლებაზე უნდა გააკეთონ და არა კონკრეტული საგნების დავალებების მიცემაზე. ამის შესახებ პედაგოგი სოციალურ ქსელში წერს და კონკრეტული მაგალითის სახით ფოტო მტკიცებულება მოჰყავს.
„ჩვენი მოსწავლეები ძალიან უკან არიან ტექნოლოგიებში. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ. ამ ყველაფერში სხვა უამრავ ფაქტორთან ერთად, ჩვენ, მასწავლებლებიც ვართ დამნაშავეები. ეს ამ დღეებში განსაკუთრებით ვიგრძენი. სკოლაში შეწყვეტილი სწავლის პირობებში გადავედით დისტანციურ სწავლებაზე. მოსწავლეებს ვაძლევთ დავალებებს. ჯიუტად ვითხოვთ რომ კონკრეტულ დავალებებს გასცენ პასუხი და ვიბარებთ ყველანაირი ფორმით. ამ სამუშაოებში არც ქულები იწერება და ზოგადად ძალიან ბუნდოვანია შეფასების საკითხი.
„ვსვამ კითხვას – ხომ არ ჯობია იმ მოსწავლეებთან მაინც, ვინც ასე თუ ისე აითვისა თიმსი და სხვა პლატფორმები ვიმუშაოთ (თუნდაც ინდივიდუალურად) და მივაჩვიოთ ოფისის პროგრამების გამოყენებას? ჩავწეროთ ინსტრუქციები, ავუხსნათ მკაფიოდ, რომ ამ წამს ტექნოლოგიების ათვისება, საოფისე პროგრამებში მუშაობის უნარის გამომუშავება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სამოქალაქო განათლების, გეოგრაფიისა თუ ისტორიის დავალებების რვეულში შესრულება, მათი გადაღება და სოც.ქსელების ჩატში გაზიარება/მიწოდება.
„ეკრანის გაზიარების კარგი ფუნქცია გვაქვს, რომლის დახმარებითაც შეიძლება ბევრი რამის სწავლება… ხომ არ ჯობია მაქსიმალურად დავეხმაროთ აითვისონ ვორდი ან პოვერ პოინტი და სხვა ელემენტარული საშუალებები? ჩვენ ხომ არავინ გვამოწმებს? დავალებების რვეულში შესრულება სკოლაშიც ეყოფათ. საკუთარ თავს წარმოვიდგენ ხოლმე მოსწავლეების ადგილას და ძალიან მეცოდება ჩემი თავი, როგორც მოსწავლე! ვეცადოთ მაინც.
„პ.ს. შეიძლება ვინმემ თქვას მე არ ვაკეთებ ასეო. ძალიან კარგი. მეც ვცდილობ, რომ მაქსიმალურად დავაახლოვო იმასთან, რისგანაც შორს იყვნენ… მაგრამ, ამ დროს მეუბნებიან, რომ ასე აგზავნიან…“ – წერს თემო სუყაშვილი.
გამოყენებული ფოტო, როგორც მასწავლებელი წერს, წარმოადგენს მოდელირებას
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- როდესაც მოსწავლე სასწავლო წიგნებს სახლში ტოვებს – მიზეზები და რეკომენდაციები პრობლემის მოგვარებისთვის by განათლებული ბლოგი
- დიმიტრი უზნაძე მოქალაქის აღზრდაზე – „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ამოცანები“ by განათლებული ბლოგი