რჩევები თიმსში მუშაობისთვის მასწავლებლებს და არამხოლოდ
თიმსში მუშაობისთვის გირჩევთ, რომ ბრაუზერიდან გახსნილი თიმსის ნაცვლად ისარგებლოთ
თიმსის ა პ ლ ი კ ა ც ი ი თ.
ხშირად თიმსის ახალი ფუნქციონალის ,,ვერ ჩართვის” მიზეზი სწორედ ისაა, რომ ბრაუზერიდან ცდილობენ ჩართვას და არა აპლიკაციიდან.
თუ როგორ გადმოწეროთ აპლიკაცია იხილეთ ვიდეო:
თიმსში მუშაობისთვის რეკომენდირებულია მისი აპლიკაციით სარგებლობა.
როდესაც თიმსი ბრაუზერიდან არის გახსნილი შესაძლოა არ ჰქონდეს ის ფუნქციები, რაც მაგალითად თიმსის აპლიკაციას. ესეთი ერთ-ერთი არის ახალი ფუნქციონალის ჩართვა.
ამიტომ, როდესაც მუშაობთ თიმსში დააკვირდით რა გაქვთ გახსნილი, ბრაუზერი თუ აპლიკაცია.
სხვა რჩევები, რომლებსაც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა აქვეყნებს:
თვალი ადევნეთ ისეთ პლატფორმებს, სადაც განთავსებულია საჭირო რესურსები, ვიდეო ინსტრუქციები, კითხვა-პასუხის რეჟიმი. მაგ:
ა) el.ge/articles/microsoft/category/457..
ბ) www.youtube.com/user/thecremli/videos…
კარგად (ძალიან კარგად) გაეცანით იმ ინფორმაციას, რის შესრულებასაც აპირებთ;
ინსტრუქციას პარალელურად მიჰყევით ნაბიჯ-ნაბიჯ, დარწმუნდით რომ იდენტურად ასრულებთ;
მუშაობისთვის უმჯობესია გამოიყენოთ თიმსის აპლიკაცია და არა ბრაუზერიდან გახსნილი თიმსი.
როდესაც კლასში ამატებთ მოსწავლეს, გაითვალისწინეთ, რომ ის უნდა დაამატოთ სრული ელ ფოსტით (დაბოლოება students.gov.ge ) და არა სახელითა და გვარით. სახელი და გვარი შესაძლოა ემთხვეოდეს სხვა სკოლის მოსწავლეებს. შესაძლოა სხვა მოსწავლეს ამატებდეთ. ამიტომ არის ხშირად რომ გგონიათ თქვენ გიჩანთ კლასი, მოსწავლეს და რეალურად მასწავლებელს ჰყავს შეცდომით დამატებული სხვა მოსწავლე. გაითვალისწინეთ მოსწავლის დამატება რომ ელფოსტით ხდება. (იგივენაირად მასწავლებლის დამატებაც)
ახალი ფუნქციონალი ირთვება ა პ ლ ი კ ა ც ი ი დ ა ნ და არა ბრაუზერიდან.
თუ გააქტიურებული გაქვთ თიმსის ახალი ფუნქციონალი (თუ ზუსტად დაპტიჩკავთ და შემდეგ მაუსის მარჯვენა ღილაკით გამოსვლას დააჭერთ./ხშირად მხოლოდ პტიჩკავენ და აღარ ასრულებენ ინსტრუქციას ბოლომდე/) და მაინც არ ირთვება დიდი გალერეა, ჩანს მხოლოდ 1 აქტიური მოსწავლე ეკრანზე დანარჩენები პატარა ფანჯრებში, ეს იმიტომ, რომ თქვენ გუნდში არ არის საკმარისი წევრის რაოდენობა. ანუ, 10-ზე მეტ მოსწავლეს არ აქვს კამერა ჩართული. შესაძლოა 15 წევრი იყოს მაგრამ 8ს ჰქონდეს კამერა ჩართული მხოლოდ. ამ ფუნქციის გასააქტიურებლად 10 + მოსწავლეს უნდა ჰქონდეს კამერა ჩართული.
თუ reset.emis.ge-ში წერთ მ ო ს წ ა ვ ლ ი ს პირად ნომერს და გიგდებთ ლურჯ ფანჯარას(რომელსაც ძალიან ხშირად არც კი კითხულობენ, სადაც რეალურად პასუხია) ე.ი ისქულის ბაზაში მოსწავლეზე არაა მიბმული მშობლის მონაცემები. ამის გასწორება ხდება ისქულიდან, რისთვისაც უნდა მიმართოთ სკოლის ადმინისტრაციას. ჩაწერონ მშობლის ნომერი და მიაბან ეს მონაცემი მოსწავლეს.
თუ პირველკლასელის ბუკს ვერ რთავთ გაითვალისწინეთ ის ინსტრუქცია რაც გადმოგეცათ. Other user-ში უნდა ჩაწეროთ პირველ ველში .\emis ხოლო პაროლში emis. (დააკვირდით რომ Other user-ში წერთ და ასევე არ გაკლდებათ .\ ნიშანი.) ან შეგიძლიათ უკვე პაროლშეცვლილი პირველკლასელის ელფოსტით და პაროლით შეხვიდეთ.
გაკვეთილები ყოველთვის ჩანიშნეთ კალენდარში და ისე ჩაატარეთ. მოსწავლეებს წამოწყებული ზარის ნახვა უჭირთ, ხოლო კალენდრიდან უფრო მარტივად შეუერთდებიან გაკვეთილს;
(მასწავლებლებს) თუ გაკვეთილი დანიშნეთ კონკრეტულ საათზე და შემდეგ აღმოაჩინეთ რომ კალენდარში სხვა დროს აჩვენებს, შეამოწმეთ რომ თიმსში და კომპიუტერშიც საათი სწორად გქონდეთ (AM/PM -იც და საათობრივი სარტყელიც სწორი);
და ყველაზე მთავარი, უყურეთ ინსტრუქციებს, წაიკითხეთ ინფორმაცია, გაეცანით ყურადღებით.
- განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია by ARIS.GE-განათლება
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები by ARIS.GE-განათლება