GE

„რით ვერ მოახლოვდა ჟამი“ – აბიტურიენტების მხიარული კომენტარები გამოცდების შედეგების გამოცხადებასთან დაკავშირებით

სანამ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტების აპელაციის შედეგების, გათანაბრებული ქულების, სტატისტიკური ანალიზისა და რაც მთავარია, გამოცდების საბოლოო შედეგების (ჩარიცხვების) გამოქვეყნებისთვის ემზადება, აბიტურიენტები და მათი მშობლები სოციალური ქსელების სხვადასხვა თემატურ ჯგუფებში საკუთარ ემოციებს გამოხატავენ.

ფრაზებს უცვლელად გთავაზობთ (სტილი დაცულია):

21-ე საუკუნის მთავარი საიდუმლო: 2022 წლის აბიტურიენტების სკალირებული და გათანაბრებული ქულები (შემდეგ წელს თუ დაიდება,არ გამიკვირდება).

იმ უნის რეგისტრაცია, რომელშიც მინდა ორი სექტემბრიდან იწყება უკვე და ამათმა ჩარიცხვები იანვარში თუ დამიდეს, რაღათ მინდა მერე.

თბილისელ ბავშვებს რა გვიჭირს ასე თუ ისე. ჩამოსასვლელმა ბავშვებმა რა უნდა ქნან, ამდენი საფიქრალი აქვთ ისეც ხომ უნდა მშობელს თადარიგის დაჭერა სად იქირაოს ბინა, რომელ ქალაქში, რომელ უბანში, ათასი საზრუნავია.

სად ეჩქარებათ ნეტა ერთი. ეგენი ხომ არ მიდიან უნიში, ჩვენ ვიკითხოთ თორემ.

ბიჭო, დაელოდეთ რა, დადებენ მალე აბა რას იზამენ, რა რევოლუცია მოაწყვეთ, რა პონტია, დაიმშვიდეთ თავი.

ისეთი სტრესი გადამაქვს ეს აგვისტოა, კი მჭირდება დასვენება ერთი წელი.

შეარგეთ ამ ბავშვს დასვენება.

რით ვერ მოახლოვდა ჟამი.

აბიტურიენტების დიალოგი:
– ანუ დღეს, არ იქნება ე პ ი ლ ა ც ი ის ქულებიო?
– აპილაციასა და ეპილაციას შორის განსხვავება, ხო უნდა იყოს?
– ნაეკმა დღეს დიოდი და ხვალ ალექსანდრიტიო

დადეთ ეს არდასადები ქულები.

ახლა არ გვინდა, საახალწლოდ იყოს რა.

თუ იცით. მანსანკანელები მუშაობენ ნაეკში? კარგი იუმორი აქვთ, მაგარს გვაშაყირებენ.

ორმოცდახუთი ათასი აბიტურიენტის ნაშრომი გაასწორეთ რამოდენიმე დღეში და ახლა რა საჩივრები შემოგივიდათ იმდენი, რომ არ გვაღირსეთ აბიტურიენტებს საბოლოო შედეგები?!

შეგახსენებთ, რომ NAEC-ის ცნობით, ერთიანი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგები, აბიტურიენტების გათანაბრებული და სკალირებული ქულები 29 აგვისტოს გამოქვეყნდება

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm