GE

როდის ამოვბეჭდავთ საგამოცდო ბარათებს და გამოქვეყნდება ეროვნული გამოცდების განრიგი? – „ნაეკის“ პასუხები აბიტურიენტებს

2022 წლის აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა ივნისის შუა რიცხვების შემდეგ შეეძლებათ, – ამის შესახებ ინფორმაცია EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მიაწოდეს და განგვიმარტეს როგორ ხდება საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა. ასევე, დაიშვებიან თუ არა გამოცდაზე მისი დაკარგვის ან დარჩენის შემთხვევაში აპლიკანტები:

როგორ უნდა ამობეჭდოთ საგამოცდო ბარათი?

აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა გამოცდების ცენტრის ვებგვერდზე – online.naec.ge -ზე შეეძლებათ.

მას შემდეგ რაც აპლიკანტები აღნიშნულ ვებსაიტზე ავტორიზაციას გაივლიან და საკუთარ პირად გვერდზე შევლენ, შეამჩნევენ ღილაკს „დაბეჭდეთ თქვენი ბარათი“ რომლის დახმარებითაც, საგამოცდო ბარათის ფურცელზე გადმოტანა არის შესაძლებელი. ბარათი შეგიძლიათ დაიმახსოვროთ და ამობეჭდოთ ნებისმიერ დროს მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში.

საგამოცდო ბარათზე მითითებულია: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო და მნიშვნელოვანი რეკომენდაციები.

მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა. შ.) გარეშე. ბარათის ამობეჭდვა გამოსაცდელებს შეუძლიათ შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4).

რაც შეეხება საგამოცდო პროცესზე დაშვებას, თუკი აპლიკანტი ბარათს ვერ წარმოადგენს, გამოცდების ცენტრი განმარტავს, რომ საგამოცდო ბარათის წარმოდგენა პირადობის მოწმობასთან ერთად აუცილებელია. შესაბამისად, გამოცდების ცენტრი აბიტურიენტებს ურჩევს, რომ რამდენიმე საგამოცდო ბარათი ამობეჭდონ, რაც მათ დოკუმენტის დაკარგვისგან გამოწვეულ პრობლემებს თავიდან ააცილებთ.

EDU.ARIS.GE ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებისა და გამოცდების განრიგის გამოქვეყნების დროითაც დაინტერესდა და როგორც ცენტრში გვიპასუხეს, საგამოცდო განრიგი ორი კვირის შემდეგ გამოქვეყნდება, თავად გამოცდების დაწყების თარიღი კი ჯერ განსაზღვრული არ არის, თუმცა ცნობილია, რომ ივლისის თვეში ჩატარდება.

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა გოგა ნიჟარაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური