GE

როგორ ავიღოთ 16/16 ინგლისური ენის გამოცდის ესეში – „ოქროს“ რეკომენდაციები სპეციალისტისგან

ავტორი: ლევან სამადაშვილი, ბლოგერი, ანგლისტი, მასწავლებელი

ინგლისური ენის გამოცდაზე ესე (Task 7) ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო დავალებაა. იმისათვის, რომ აბიტურიენტებმა მაქსიმალური ქულა დააგროვონ, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ენის, არამედ ფორმატის ცოდნაა.

ხშირი შეცდომები (“Red Flags”)

-სიტყვების რაოდენობა: თუ დაწერ 120 სიტყვაზე ნაკლებს, ქულები საგრძნობლად დაგაკლდება, ზედმეტი სიტყვები (180+) კი ხშირად აზრის გაფანტვას და გრამატიკულ შეცდომებს იწვევს.

-დავალების პირობის კოპირება: შესავალში პირობის სიტყვასიტყვით გადატანა ნიშნავს, სიტყვათა მარაგი არ გაქვთ, არ იცი. მოემზადე კარგად და გამოიყენე პერიფრაზირება.

-სტრუქტურის არქონა: ესე, რომელიც ერთი მთლიანი აბზაცია, დაბალ ქულას იმსახურებს. აუცილებელია მკაფიო დაყოფა: შესავალი, ორი არგუმენტირებული აბზაცი და დასკვნა.

-არაფორმალური სტილი: მოერიდეთ შემოკლებებს (მაგ: don’t, can’t, I’m). აკადემიურ წერაში უნდა გამოიყენოთ სრული ფორმები (do not, cannot, I am).

-არგუმენტების სიმყარე: მხოლოდ საკუთარი აზრის დაფიქსირება ხშირად საკმარისი არ არის. თითოეულ მოსაზრებას სჭირდება დასაბუთება ერთი მაგალითით, რომ მაქსიმალური ქულა მიიღო.

ოქროს რეკომენდაციები ლევანისგან:

1. გამოიყენეთ მაკავშირებელი სიტყვები: ტექსტის ლოგიკური ბმულებისთვის აუცილებელია ისეთი სიტყვების გამოყენება, როგორიცაა:

-აზრის დასაწყებად: First of all, To begin with.
-დამატებითი არგუმენტისთვის: Furthermore, In addition, Moreover.
-კონტრასტისთვის: On the other hand, However, Nevertheless.
-დასკვნისთვის: In conclusion, To sum up.

2. მრავალფეროვანი ლექსიკა: შეეცადეთ ერთი და იგივე სიტყვა ზედიზედ ბევრჯერ არ გამოიყენოთ. მაგალითად, სიტყვა important ჩაანაცვლეთ სინონიმებით: essential, crucial, significant.

3. გრამატიკული სიზუსტე: ყურადღება მიაქციეთ “მესამე პირს” (ზმნის ბოლოს -s სუფიქსს) და დროთა თანამიმდევრობას. ხშირად ყველაზე მარტივი შეცდომები სწორედ დაჩქარებული წერის დროს იპარება.

4. ბოლო 5 წუთი – გადამოწმებისთვის: აუცილებლად დაიტოვეთ დრო ნაწერის გადასაკითხად. ხშირად აბიტურიენტები თავადვე პოულობენ მექანიკურ შეცდომებს (პუნქტუალური, დამწერლობის..), რომელთა გამოსწორებაც ქულას დაგიზღვევს.

ასევე იხილეთ:

დაიმალენ თუ დაიმალნენ, გათბენ თუ გათბნენ? – სუბიექტური პირის ნიშნების მართლწერა აბიტურიენტებისთვის და არა მხოლოდ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური