როდის და როგორ შეძლებთ მასწავლებლის პრაქტიკული ნაწილის შეფასების შესახებ დასკვნის გასაჩივრებას – განაცხადის ფორმა და დეტალები
მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელს პრაქტიკული საქმიანობა არ შეუფასდება დადებითად, მას უფლება აქვს, მასწავლებლის პრაქტიკული ნაწილის შეფასების გასაჩივრების მიზნით, საპრეტენზიო განაცხადით მიმართოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს.
როგორც 15 აგვისტოს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, მასწავლებლებს საპრეტენზიო განაცხადის გაკეთება შეუძლიათ, მიღებული შედეგის შესახებ ინფორმაციის მასწავლებლის ელექტრონულ პორტფოლიოში ასახვიდან ერთი თვის ვადაში.
“საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის N241 დადგენილების მუხლი 11, ” მასწავლებლის პრაქტიკული ნაწილის შეფასების შესახებ დასკვნის გასაჩივრება” NE შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელს პრაქტიკული საქმიანობა არ შეუფასდება დადებითად, მას უფლება აქვს მასწავლებლის პრაქტიკული ნაწილის შეფასების გასაჩივრების მიზნით საპრეტენზიო განაცხადით მიმართოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცდა საპრეტენზიო განაცხადის ფორმა“, – ვკითხულობთ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.
ამავე თემაზე:
მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასება განახლებული დოკუმენტი
-
რას წაადგება უნივერსიტეტში სწავლის ხანგრძლივობის შემცირება? – რეფორმის ავტორების ახსნა
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა – რა თანხები აქვს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს
by ARIS.GE-განათლება
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება