როდის დაბრუნდებიან მაღალკლასელები სკოლაში – მინისტრის მოადგილის განმარტება
მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით 4 დიდ ქალაქში თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში, ასევე აჭარაში, სასწავლო პროცესი VII-XII კლასების მოსწავლეებისთვის კვლავ დისტანციურად მიმდინარეობს და მათთვის ჯერ კიდევ უცნობია როდის დაუბრუნდებიან საკლასო ოთახებს.
განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, მაღალი კლასის მოსწავლეების საკლასო ოთახებში დაბრუნების საკითხი ყველა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განიხილება და ეს თემა ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე გადაწყდება.
,,რა თქმა უნდა, განათლების სამინისტროს პრიორიტეტი არის რომ ყველა მოსწავლე დაბრუნდეს სკოლაში, რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილავთ, რომ მაღალი კლასის მოსწავლეებიც დაბრუნდნენ სკოლაში. ეს არის დამოკიდებული სწორედ იმ სიტუაციაზე, რომელიც დღეს არის ქვეყანაში. საკოორდინაციო საბჭოზე ასევე მიმდინარეობს ამ საკითხზე მსჯელობა და როგორც კი იქნება მზაობა იმის, რომ ეპიდისტუაციიდან გამომდინარე ეს მოსწავლეები დაბრუნდნენ სკოლაში, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ თითოეული მოსწავლე დავაბრუნოთ სკოლაში და შევთავაზოთ შესაბამისი ფორმით განათლება”, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 4 ქალაქის, (თბილისი, ზუგდიდი, რუსთავი და ქუთაისი) საჯარო სკოლებში, სადაც სწავლა 1-ლი ოქტომბრიდან, I-VI კლასებში, საკლასო ოთახებში განახლდა, ფიქსირდება 132 422 მოსწავლე.
სამინისტროს მონაცემებით, კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების გამო, აღნიშნულ ქალაქებში სულ 20 სკოლა გადავიდა სრულად დისტანციურ სწავლებაზე, ასევე, 55 სკოლის ცალკეული კლასი.
ამასთან, განათლების სამინისტრომ შესთავაზა მოსწავლეებსა და მათ მშობლებს გაეკეთებინათ არჩევანი დისტანციურ სწავლებასა და საკლასო ოთახში სწავლის განახლებას შორის. დღეისათვის 1-ლი – მე-6 კლასების 130 000 მოსწავლიდან დისტანციური სწავლების სურვილი გამოთქვა 10 000-მდე მოსწავლემ“.
COVID-19-ის რეკორდული მაჩვენებლების ფონზე, სკოლებში ინფიცირების შემთხვევები იზრდება
- განათლების მიმართულებით თბილისის 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში 262 მილიონამდე ლარია განსაზღვრული – დოკუმენტი by ARIS.GE-განათლება
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი