როდის დაიწყება თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია? – სააგენტოს პასუხი
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია ივნისის შუა რიცხვებში დაიწყება და როგორც გასულ წლებში, ამ ჯერზეც ორ ეტაპად წარიმართება. პირველ ეტაპზე პრიორიტეტულად განსაზღვრული კატეგორიები შეძლებენ რეგისტრაციას, მეორე ეტაპზე კი – ყველა სხვა სტატუსის მქონე აპლიკანტები.
როგორც EDU.ARIS.GE-ს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში 28 მაისს განუცხადეს, კონკრეტული თარიღების შესახებ ინფორმაციას 3 ივნისს გაავრცელებენ. მათივე თქმით, დაგეგმილია გარკვეული სიახლეები, რომელთა განხილვაც მიმდინარეობს და ამის შესახებაც 3 ივნისს აცნობებენ საზოგადოებას.
„3 ივნისს ჩავატარებთ საინფორმაციო ბრიფინგს, სადაც გამოვაცხადებთ რეგისტრაციის თარიღებს და ასევე გარკვეულ სიახლეებს, რომლებზეც ვმუშაობთ. გეტყვით, რომ რეგისტრაცია ისევ ორ ეტაპად განხორციელდება. სავარაუდოდ, ივნისის შუა რიცხვებს, 8-19 ივნისს ვვარაუდობთ, თუმცა ეს თარიღი ჯერ დაზუსტებული არ არის“, – განაცხადეს ბაღების მართვის სააგენტოში.
საჯარო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე იქნება შესაძლებელი.
საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის დასაწყებად მომზადება ამ დროისთვის უკვე მოახერხა რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ – რუსთავის ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 31 მაისს დაიწყება.
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება