GE

რუსთავის ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 31 მაისს დაიწყება

რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 31 მაისს დაიწყება და 11 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. პირველ ეტაპზე, პრიორიტეტულად მიჩნეული კატეგორიების რეგისტრაცია მოხდება. მათთვის განაცხადის გაკეთების ბოლო ვადა 4 ივნისია.

განცხადება ამის შესახებ რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ 24 მაისს გაავრცელა.

„ა.წ. 31 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით პერიოდში, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, ბაგა-ბაღების გაერთიანება მიიღებს განცხადებებს ბავშვების ჩასარიცხად პრიორიტეტულად მიჩნეული კატეგორიიდან“, – წერია განცხადებაში.

პრიორიტეტულად მიჩნეული კატეგორიებია:

მრავალშვილიანი ოჯახი – ოთხი ან მეტი შვილი. ამავე კატეგორიას მიეკუთვნება მეოთხე ბავშვზე ფეხმძიმე დედაც. განცხადებას თან უნდა დაურთოთ დედის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები. დედის ფეხმძიმობის შემთხვევაში, ჩამოთვლილ საბუთებს უნდა დაერთოს ორსულობის დამადასტურებელი ცნობა.

დედმამიშვილები – განცხადებას დაურთეთ მშობლის პირადობის მოწმობის ასლი, ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები.

დედით ან/და მამით ობოლი ბავშვები – წარმოადგინეთ ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი,
მშობლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი.

მარტოხელა მშობლის შვილები – წარმოადგინეთ მშობლის პირადობის მოწმობის ასლი, ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი, სტატუსის დამადასტურებელი ცნობა იუსტიციის სახლიდან.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) ბავშვები – უნდა წარმოადგინოთ სტატუსის დამადასტურებელი ცნობა, რომელიც განსაზღვრავს პირის სპეციალურ საჭიროებას, ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი, მშობლის პირადობის მოწმობის ასლი.

მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვები – განცხადებას უნდა დაერთოს ხელშეკრულება, რომ ბავშვი იმყოფება სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ, ასევე, მიმღები მშობლის პირადობის მოწმობის ასლი, ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი.

ბაღის თანამშრომელთა შვილები – განცხადებას დაურთეთ ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი.
მშობლის პირადობის მოწმობის ასლი.

რაც შეეხება რეგისტრაციის მეორე ეტაპს, ის 6 ივნისიდან 11 ივნისის ჩათვლით პერიოდში განხორციელდება. ამ პერიოდში, განცხადებით ჩარიცხული ბავშვების მშობლებმა, უშუალოდ ფილიალში უნდა წარადგინონ შემდეგი საბუთები:

  • 2 ფოტოსურათი (3×4)
  • ცნობა ბავშვის რუსთავში რეგისტრაციის შესახებ, გაცემული იუსტიციის სამინისტროს სსიპ,,სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს”(იუსტიციის სახლი) ან ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილთა,შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ
  • ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა 100)

„განცხადებების მიღება მოხდება კოვიდ-19 პანდემიის რეგულაციების სრული დაცვით”- ნათქვამია რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წყარო: „ინფო რუსთავი”

რუსთავში 5 საბავშვო ბაღი კორონავირუსის გამო დახურულია

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური