როდის გადაეცემათ 2025 წლის წარჩინებულ მოსწავლეებს ოქროსა და ვერცხლის მედლები – განმარტება
2024-2025 სასწავლო წლის კურსდამთავრებულ წარჩინებულ მოსწავლეებს ოქროსა და ვერცხლის მედლები, შესაძლოა, წელსვე გადაეცეთ. როგორც EDU.ARIS.GE-მ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გაარკვია, მედლების დამზადებისთვის ტენდერი გამოცხადდება.
მედალოსანთა სიები სკოლების მიერ დამუშავდა და უკვე განათლების სამინისტროშია.
„მედალოსანთა სიები სკოლების მიერ აგვისტოს თვეშია მოწოდებული. მანამდე აღნიშნული სიების დამუშავება მიმდინარეობდა. სიების გადმოცემის შემდეგ ტენდერი უნდა გამოცხადდეს. რაღაც პროცედურებია ეტაპობრივად გასავლელი. ამიტომ, წინასწარ ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით, თუმცა, შესაძლოა, [მედლების გადაცემა] ამ წელს მოესწროს“, – აცხადებენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში.
რაც შეეხება ოქროსა და ვერცხლის მედლების გადაცემის წინაპირობას:
„იმისთვის, რომ მოსწავლემ ოქროს მედალი აიღოს, ბოლო სამი წლის მანძილზე (მე-10, მე-11, მე-12 კლასი) 10 ქულა უნდა ჰქონდეს. ვერცხლის მედალი – 9.9 და 9.8 ქულების შემთხვევაში გაიცემა. თუმცა, დაანგარიშების წესში საფეხურის ცვლილებებია და შედეგებს ელექტრონული ჟურნალი ითვლის“, – განმარტავენ გივი მიქანაძის უწყებაში.
მარიამ იმერლიშვილი, edu.aris.ge
-
მოსწავლეთა ჯარის ბანაკს „საპატრიარქო საათის“ კომპონენტი დაემატა – „გექნებათ ჩვენს ეროვნულ, სულიერ ღირებულებებზე საუბრის საშუალება“
by ARIS.GE-განათლება
-
როგორ უნდა მივიდეთ საგამოცდო ცენტრთან – 2026 წლის ზაფხულის გამოცდების მარშრუტები და ცენტრები
by ARIS.GE-განათლება
-
გამოცდის წინ გადასამეორებელი – ეს წესები აბიტურიენტმა ტესტირების მიმდინარეობისას არ უნდა დაარღვიოს
by ARIS.GE-განათლება