როდის გამოცხადდება 2024 წლის აბიტურიენტთა რეგისტრაცია და როდის უნდა ელოდოთ ცნობარს
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტების რეგისტრაცია ტრადიციულად გაზაფხულზე, მარტში გამოცხადდება. ამის შესახებ ინფორმაცია EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში დაუდასტურეს.
რაც შეეხება 2024 წლის აბიტურიენტის ცნობარს, აბიტურიენტისთვის მნიშვნელოვან დოკუმენტს, სადაც მოცემულია გამოცდებთან დაკავშირებული ყველა ტიპის ინფორმაცია: სიახლეები, რეგისტრაციის ინსტრუქცია, ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის, საგამოცდო პროცესის, შედეგების გამოქვეყნების, აპელაციის პროცედურის, ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების წესის შესახებ, რეგისტრაციის გამოცხადებასთან ერთად, ან ოდნავ მოგვიანებით გამოქვეყნდება.
ცნობარში ასევე მოცემულია ცხრილი, რომელშიც ასახულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემები, თითოეული გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტები, კომპეტენციის ზღვარი, სწავლის საფასური და სხვა დეტალები.
ასევე იხილეთ:
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
აბიტურიენტის ცნობარის მომზადებას კიდევ ერთი თვე დასჭირდება – რა უნდა იცოდეთ
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციასთან ერთად, NAEC-ში დოკუმენტაციაც უნდა წარადგინოთ – ვის აქვს ვალდებულება
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
რატომ უნდა შევინახოთ რეგისტრაციის გავლის დასტური, რომელიც ეკრანზე გამოგვიჩნდება? – აბიტურიენტებისთვის
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე