GE

როდის გამოქვეყნდება 2019 წლის ე.წ. უფასო ფაკულტეტები – მინისტრის მოადგილის პასუხი

როდის გახდება ცნობილი სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამები ანუ ე.წ. უფასო ფაკულტეტები – აბიტურიენტებისთვის ბოლო პერიოდში ეს ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია, ვინაიდან მათ ფაკულტეტების პრიორიტეტულ ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის ვადა მალე ამოეწურებათ.

როგორც განათლების მინისტრის მოადგილემ დღეს განაცხადა, ე.წ. უფასო ფაკულტეტები აღნიშნული ვადის დასრულებამდე გამოქვეყნდება.

,,კომისია მუშაობს ამ მიმართულებით, მხოლოდ ერთი შეკრება დარჩა. აბიტურიენტები ამ ინფორმაცია ყველა შემთხვევაში მიიღებენ მანამ, სანამ ფაკულტეტების ჩამონათვალში არჩევანის შეცვლის უფლება ექნებათ”, – განაცხადა ირინა აბულაძემ.

EDU.ARIS.GE შეგახსენებთ რომ აბიტურიენტებს  საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა აპელაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგი დღის 18:00 საათამდე შეუძლიათ.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური