როდის შეეძლებათ მასწავლებლებს ელექტრონულ ჟურნალში მობილური აპლიკაციით შესვლა
სკოლის ელექტრონულ ჟურნალთან მობილური ტელეფონის შესაბამისი აპლიკაციის საშუალებით წვდომა პედაგოგებს ამჟამად შეზღუდული აქვთ. როგორც EDU.ARIS.GE-მ 22 ოქტომბერს გაარკვია, ახალი აპლიკაცია მზადების პროცესშია და საჯარო სკოლების პედაგოგებს ელექტრონულ ჟურნალთან წვდომის შესაძლებლობა აპლიკაციით, უკვე 2021 წლის ნოემბრიდან უნდა ჰქონდეთ.
როგორ შეძლებთ აპლიკაციის მიღებას:
ელექტრონული ჟურნალის აპლიკაციით სარგებლობა შეეძლებათ როგორც Android-ის, ისე IOS-ის მომხმარებლებს. შესაბამის ბმულს, აპლიკაციის გაშვების შემდეგ, EDU.ARIS.GE-ც გამოაქვეყნებს.
ცნობისთვის, ელექტრონული ჟურნალის შექმნის მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ყველა საჯარო სკოლისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. განახლებული ელექტრონული ჟურნალი მასწავლებლებს, მშობლებს და მოსწავლეებს საგანმანათლებლო პროცესის მართვას უმარტივებს, რადგანაც მისი საშუალებით შესაძლებელია:
- მოსწავლეების ელექტრონული აღრიცხვა და შეფასება
- მშობლებისთვის საჭირო ინფორმაციის დროული მიწოდება
- სკოლის ღონისძიებების, გაკვეთილების ცხრილის, გამოცდებისა და მოსწავლისთვის განკუთვნილი საშინაო დავალებების ჩანიშვნა
- მოსწავლეების შეფასებისა და დასწრების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მიღება
- მოსწავლის შესახებ მშობელსა და მასწავლებელს შორის ინფორმაციის მყისიერი მიმოცვლა
სკოლის ღონისძიებების, გაკვეთილების ცხრილის, გამოცდებისა და მოსწავლისთვის განკუთვნილი საშინაო დავალებების თვალყურის მიდევნება - შვილის შეფასებისა და დასწრების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მიღება
პროცესის ყველა მონაწილეს წინასწარ აქვს ინფორმაცია სასწავლო დასვენების დღეების შესახებ.
ამავე თემაზე:
ყველა კითხვა და ყველა პასუხი სკოლის ელექტრონული ჟურნალის შესახებ ნებისმიერი მომხმარებლისთვის
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება