ყველა კითხვა და ყველა პასუხი სკოლის ელექტრონული ჟურნალის შესახებ ნებისმიერი მომხმარებლისთვის
სკოლებში ელექტრონული ჟურნალის გამოყენება სავალდებულო უკვე მომავალი სასწავლო წლიდან უნდა გახდეს. მშობლები და მასწავლებლები ახალი სისტემის ათვისების პროცესში იმყოფებიან და არაერთ კითხვას სვამენ, რომელზე პასუხებიც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას აქვს მომზადებული და ჩვენი მკითხველის ინტერესის გათვალისწინებით, EDU.ARIS.GE წარმოგიდგენთ ყველა კითხვასა და ყველა პასუხს ელექტრონული ჟურნალის შესახებ:
22 მაისის მდგომარეობით, პასუხი გაცემულია 46 კითხვაზე.
კითხვები და პასუხები ელექტრონული ჟურნალის შესახებ
„საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე დასწრების აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 22 აგვისტოს №114/ნ ბრძანებაში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმადაც 2020-2021 სასწავლო წელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებულნი არიან დაიწყონ ელექტრონული ჟურნალის წარმოება, ხოლო 2021-2022 სასწავლო წლიდან საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ელექტრონული ჟურნალის წარმოება უნდა გახდეს სავალდებულო და გაუქმებულ იქნეს ჟურნალების წარმოება.
-
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება
-
„ჯერ ჩვენ უნდა შეგვითანხმდნენ“ – რას ფიქრობენ თბილისელი მოსწავლეები სასკოლო ფორმის შემოღებაზე
by ARIS.GE-განათლება
-
სკოლა მხოლოდ დაფასთან გამოძახება და საკონტროლოები არ არის – ანუ როგორ შევაყვაროთ სკოლა
by მოსწავლის მშობელს