GE

სად და როგორ ავარჩიოთ გამოცდისთვის კალამი

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2022 აბიტურიენტებისთვის 4 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 22 ივლისს, სამოქალაქო განათლების გამოცდით დასრულდება.

აპლიკანტებს შეუძლიათ, პასუხების ფურცელზე საკუთარი კალმით იმუშაონ, თუმცა წელსაც, გამოცდაზე მისულ აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ, შეფასებისა და გამოცდების ცენტრის მიერ შეთავაზებული კალმებით ისარგებლონ, თუკი მათ მიერ მიტანილი საწერი საშუალება გაფუჭდება, ან გამოსაყენებლად გამოუსადეგარი იქნება.

როგორ უნდა ავარჩიოთ საგამოცდოდ კალამი? – ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად EDU.ARIS.GE შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა და რეკომენდაციები მოისმინა.

რა ზომის და რა ფერი უნდა იყოს საგამოცდო კალამი?

ეს არის შავი ფერის გელიანი (ე.წ. ტუშის) კალამი, რომელსაც 0,5-0,7 მილიმეტრამდე ბურთულიანი წვერი უნდა ჰქონდეს.

გელიანი/ტუშიანი კალმის შეძენა გამოცდისთვის ნებისმიერ საკანცელარიო მაღაზიაში შეგიძლიათ, სადაც უკვე აქვთ ინფორმაცია გამოცდებზე მოსახმარი კალმების შესახებ. აბიტურიენტი, კალამს რეგისტრაციის დროს აუცილებლად აჩვენებს ცენტრის წარმომადგენლებს და განისაზღვრება მისი ხარისხიც. შესაბამის კალმისტარს აბიტურიენტს იმდენჯერ მისცემს გამოცდების ცენტრი, რამდენჯერაც აპლიკანტს ის წერისას დასჭირდება.

მაშ ასე, აბიტურიენტებო, სანერვიულო არ გაქვთ, თუ გამოცდაზე მისვლის შემდეგ აღმოჩნდება, რომ თქვენი კალამი არ შეესაბამება ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებს ან თან არ გაქვთ მსგავსი კალამი, საგამოცდო ცენტრი უზრუნველგყოფთ გელიანი კალმით. ასევე, თუ გამოცდის დროს თქვენი კალამი დაზიანდა ან არ დაიტანება ქაღალდზე შეგიძლიათ დამკვირვებელს მისი გამოცვლა სთხოვოთ.

გაითვალისწინეთ ისიც, რომ 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სამუშაო მაგიდები ფარით აღარ იქნება აღჭურვილი. ამის შესახებ ინფორმაცია EDU.ARIS.GE-მ გამოცდების ცენტრისგან 14 ივნისს მოიპოვა.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური