„სექტემბერში უმაღლესი განათლება გაიაფდა, საშუალო განათლება კი გაძვირდა“ – საქსტატის უახლესი მონაცემები
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, განათლებაში ფასები 12.2%-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 12.5%-ით შემცირდა.
საქსტატის ცნობით, განათლების ჯგუფში, სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით:
ფასები შემცირდა უმაღლეს განათლებაზე – 32.9%-ით.
ფასები მომატებულია საშუალო განათლებაზე – 7.0%-ით; სკოლამდელ და დაწყებით განათლებაზე – 5.8%-ით; დონით განუსაზღვრელ განათლებაზე – 4.6%-ით.
ამავე ანაგარიშის თანახმად, განათლების ჯგუფში, სექტემბერში, 2025 წლის შესაბამის თვესთან შედარებით:
ფასები შემცირდა უმაღლეს განათლებაზე – 32.9%-ით.
ფასები მომატებულია სკოლამდელ და დაწყებით განათლებაზე – 7.0%-ით, დონით განუსაზღვრელ განათლებაზე – 6.8%-ით, საშუალო განათლებაზე – 6.6%-ით.
განსაკუთრებით დაინტერესებულთათვის: საქსტატის ანგარიში
ასევე იხილეთ:
-
შემადგენლობა განახლდა – საჯარო სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესს სპეციალური კომისია გააკონტროლებს
by ARIS.GE-განათლება
-
„საქართველოში, კითხვაში მაღალი მიღწევის მქონე მოსწავლეთა კატეგორიაში თითქმის არავინ იმყოფება“ – რა იციან და რა შეუძლიათ ჩვენს მოსწავლეებს (PISA 2025)
by ARIS.GE-განათლება
-
სკოლების გაჭიანურებული მშენებლობების ფონზე, პირველ ეტაპზე 10 მოდულური სკოლა მოეწყობა – მინისტრის განმარტება
by ARIS.GE-განათლება