GE

როგორ ჩავდგეთ რეჟიმში სასკოლო არდადეგების შემდეგ

ზაფხულის არდადეგების განმავლობაში მოსწავლეთა 50%-ის კითხვითი უნარები უარესდება, ასევე უარესდება წერითი უნარები ბავშვების 67%-ში და ანგარიშის უნარები 75%-ში. 

„შემიძლია გითხრათ, რომ ზაფხულის არდადეგების შემდეგ, მოსწავლეების სასწავლო პროცესში ჩართვა რეგიონებშიც საკმაოდ რთული პროცესია. ისინი ამ ხნის განმავლობაში მიჩვეული არიან ცხოვრების თავისუფალ რიტმს და უჭირთ სასკოლო ცხოვრებაში დაბრუნება“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლის გამოცდილი მასწავლებელი, ლალი ჯანაშია და საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობს.

როგორ ცდილობს თავად პედაგოგი არდადეგების შემდეგ ფორმაში ჩადგომას და განწყობის შექმნას მოსწავლეებისთვის

“ვზრუნავ საკუთარი თავის განვითარებაზე, არდადეგების ბოლო დღეებში ვემზადები მოსწავლეებთან შესახვედრად, ვადგენ გეგმას, რათა მოსწავლეებს პოზიტიური და სასიამოვნო ატმოსფერო შევუქმნა. ვცდილობ, საკუთარ თავში აღმოვაჩინო ახალი შესაძლებლობები, რომელიც სკოლაში დაბრუნებისას დამეხმარება. ვიხსენებ მოსწავლეების სასკოლო ცხოვრებიდან საინტერესო მომენტებს, მათ მიღწევებს და შევახსენებ სკოლაში დაბრუნების შემდეგ. ეს საკითხი პედაგოგებმაც უნდა გაითავისონ, მარტივი არ არის ფორმაში ჩადგომა არდადეგების შემდეგ”.

როგორ დავუბრუნდეთ არდადეგების შემდეგ სასწავლო პროცესს სტრესის გარეშე – რჩევები მოსწავლეებსა და სტუდენტებს

სასწავლო წლის დასაწყისში უფროსკლასელების სასწავლო პროცესში აქტიური ჩართვისათვის, კლასში გამოვიყენებ მრვალფეროვან აქტივობებს, სახელმძღვანელოზე ნაკლებად ვიქნები ორიენტირებული.

ამ ეტაპზე მთავარია დაეხმაროთ მათ მოტივაციის ამაღლებაში, აღვუძრათ სურვილი მონაწილეობა მიიღონ სასწავლო პროცესში და გააქტიურდნენ. დისკუსია, ჯგუფურ მუშაობა, როლური თამაშები, მინი ექსკურსია.. ჩემებს – უფროსკლასელებს, ეს აქტივობები განსაკუთრებით უყვართ, ახარებთ და ახალისებთ, მეც ამით დავიწყებდი.

რას ურჩევს მოსწავლეებს, განსაკუთრებით უფროსკლასელებს

  • სკოლაში წასასვლელად სამზადისი არდადეგების დამთავრებამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყეთ;
  • არ უნდა იღელვოთ იმის გამო, რომ სრულიად ვერ მოასწარით იმ დავალებების შესრულება, რომლებიც შესაძლოა, გთხოვეს, რომ შეგესრულებინათ. რა თქმა უნდა, დავალებები შერჩეული იყო თქვენი შესაძლებლობებისა და ინტერესების გათვალისწინებით.
  •  დაიცვით დღის რეჟიმი, შეამცირეთ დრო თამაშებისთვის, გართობისთვის;
  • დასაძინებლად ადრე დაწექით;
  • თვალი გადაავლეთ არდადეგების დროს გატარებულ თითოეულ დღეს, რათა შთაბეჭდილებები გაუზიაროთ თანაკლასელებსა და მასწავლებლებს.

პედაგოგის რეკომენდაციაა, რომ მოსწავლეებს არდადეგებიდან დაბრუნების შემდეგ კატეგორიულად არ უნდა მოვთხოვოთ სწრაფად ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებაში. ამისთვის მათ უნდა მივცეთ დრო, წავახალისოთ და მხარი დავუჭიროთ.

ასევე იხილეთ:

როგორ დავეხმაროთ მოსწავლეს ახალი სასწავლო წლის დადებითი განწყობით დაწყებაში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური