როგორ დავეხმაროთ შვილებს დისტანციურად სწავლის პროცესში – 10 რჩევა მშობლებს
სკოლის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლამ შეცვალა როგორც პედაგოგებისა და მოსწავლეების, ისე მშობლების ყოველდღიურობა. ეს უკანასკნელნი ახალი გამოწვევის წინაშე დადგნენ და მათი როლი კიდევ უფრო გაიზარდა. ამ ბლოგში გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც მშობლებს დისტანციური სწავლების დროს გამოადგებათ:
დაეხმარეთ ყოველდღიური გეგმის შექმნაში – ყოველდღიური გეგმის შემუშავება მხოლოდ დაგეგმვა არაა. ეს მოსწავლეს საკუთარი თავის კონტროლში დაეხმარება და ყოველი დღის ბოლოს მიზანს გაუჩენს – გადახაზოს შესრულებული დავალებები.
არ ასწავლოთ, დაეხმარეთ გააზრებაში – ეს მშობლების ყველაზე დიდ გამოწვევაა და მნიშვნელოვანია სწორად გაიაზრონ საკუთარი როლი სწავლების პროცესში. მშობლებს შეუძლიათ, გვერდით დაუსხდნენ შვილებს და ყველა გაკვეთილი მათთან ერთად ისწავლონ, თუმცა ეს არაა დახმარება. სინამდვილეში, მათ უნდა შეძლონ ბავშვს გაკვეთილის შინაარსის გააზრებაში დაეხმარნონ.
დღის ბოლოს დარწმუნდით, რომ ყველ დავალება შეასრულა
და თუ რომელიმე არასრულყოფილია, დაეხმარეთ ამის გამოსწორებაში.
დაეხმარეთ მათ პედაგოგებთან კომუნიკაციაში – ყოველი დღის ბოლოს შეამოწმეთ შეტყობინებები და დარწმუნდით, რომ უპასუხოდ არავინ დაგიტოვებიათ.
ასწავლეთ ბარიერების დაწესება – ამას მასწავლებლები თავიანთი კარიერის ადრეულ პერიოდში სწავლობენ. ახლა კი ჯერი თქვენზეა, ამჯერად თქვენ უნდა განსაზღვროთ თქვენი შვილის, როგორც მოსწავლის სუსტი და ძლიერი მხარეები. უნდა გქონდეთ პასუხი შეკითხვაზე რატომ არ ესმის ესა თუ ის საკითხი და კონკრეტულად რა არ იცის. სინამდვილეში, ეს მარტივი არაა, რადგან მოსწავლეთა უმრავლესობამ თავად არ იცის, სად აქვს პრობლემა.
წაახალისეთ მათი აზროვნება – ერთია თქვენ რას ფიქრობთ მათ განათლებაზე და როგორ პასუხობთ შეკითხვას – რა ან როგორ უნდა ისწავლონ და მეორე მათი აზრი ამავე თემაზე. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, ბავშვებს რა მიაჩნიათ მნიშვნელოვნად, ამიტომაც ხშირად დაუსვით შეკითხვა – დღეს რა ისწავლე?
მართეთ დროის რესურსი სწორად – სახლში ყოფნისას უამრავი საქმე გამოჩნდება ხოლმე, მაგრამ არასდროს უთხრათ უარი შვილს, როცა მას დავალების შესრულებაში თქვენი დახმარება სჭირდება.
სასწავლო გარემოს ორგანიზება – წარმოიდგინეთ, ხართ სკოლის მოსწავლე, სხედხართ საკუთარ საძინებელში და გიჭირავთ აიპედი, სადაც უამრავი პლატფორმაა გახსნილი. მათ შორის სასწავლო ვებსაიტი. ამასთან მობილურით გამუდმებით მოგდით ახალი შეტყობინებები. ცხადია, ეს დაგაბნევთ, ისევე როგორც თქვენს შვილს აბნევს ახლა. გაკვეთილზე ფოკუსირება ასეთ დროს რთულია, ამიტომ დაეხმარეთ მათ სასწავლო გარემოს ორგანიზებაში.
გაუზარდეთ მოტივაცია – არასდროს დაგავიწყდეთ, რომ ბავშვებს ისე არ ესმით განათლება/განათლებულობა, როგორც დიდებს, ამიტომ წამახალისებელი ფრაზებითა და სიურპრიზებით გაუჩინეთ სწავლის სურვილი.
მიეცით შინაარსობრივი ცოდნა – დაეხმარეთ ბავშვებს კრიტიკული აზროვნების განვითარებაში და მიეცით დამოუკიდებლად მსჯელობის საშუალება. დაუსვით შეკითხვები ამა თუ იმ თემაზე და უბიძგეთ კონკრეტული ცოდნის მნიშვნელობის გააზრებისკენ.
მოამზადა მარიამ ელიაშვილმა
წყარო: teachthought
- ავტორიზებული საჯარო და კერძო სკოლების ჩამონათვალი (07.11.2024) by ARIS.GE-განათლება
- როგორ მივაღწიოთ გაწაფულ კითხვას დაწყებითი კლასის მოსწავლეებში – სავარჯიშოები (III- VI) by მოსწავლის მშობელს
- „სახელმწიფომ ეს უნდა გააცნოს ყველა ბავშვსა და მშობელს“ – იცნობთ ბავშვთა უფლებების კონვენციას? by მოსწავლის მშობელს