GE
როგორ დავრეგისტრირდეთ საერთო სამაგისტრო და საგრანტო გამოცდებისთვის – პროცედურები

მაგისტრანტობის კანდიდატები რეგისტრაციას 16 მარტის 12:00 საათიდან დაიწყო და 12 აპრილის 18:00 საათამდე იწარმოებს. რეგისტრაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.gov.ge; online.naec.ge) არის შესაძლებელი.

რეგისტრაცია

ინსტრუქცია (გზამკვლევი)

2016 წლის სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი

საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის ან მაგისტრის დიპლომის მქონე ან მასთან გათანაბრებულ პირს.

ინტერნეტით რეგისტრაციისათვის მაგისტრანტობის კანდიდატს უნდა ჰქონდეს:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ელექტრონული ფოსტა;
  • მან უნდა გადაიხადოს გამოცდაში მონაწილეობის საფასური – 50 ლარი.

გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების გადასახადი:
საფასურის გადახდა შესაძლებელია ვებგვერდიდან, ბარათით ელექტრონულად გადახდისათვის მიჰყევით ბმულს (მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი)

  • „საქართველოს ბანკის“ სერვის ცენტრები – (მომსახურების საკომისიო) 0,5 ლარი;
  • ვებგვერდზე ipay.ge – (მომსახურების საკომისიო) 1 ლარი;
  • „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით – (მომსახურების საკომისიო) 1 ლარი;
  • საქართველოს ბანკის ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით – ibank.ge – (მომსახურების საკომისიო) 1 ლარი;
  • ვებგვერდზე www.PayBox.ge – (მომსახურების საკომისიო) 0,5 ლარი;
  • PayBox თვითმომსახურების ტერმინალით – (მომსახურების საკომისიო) 0,5 ლარი.

გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აპლიკანტის გვარი, სახელი, პირადი ნომერი.
მითითებულ მისამართზე (online.naec.ge; www.naec.gov.ge ) შესვლის შემდეგ მონაწილე სპეციალურ ველში უთითებს ელექტრონულ ფოსტას, რომელზეც მიიღებს პაროლს, მომხმარებლის სახელით (ელექტრონული ფოსტის მისამართი) და მიღებული პაროლით იგი შედის სისტემაში, პირად გვერდზე და ირჩევს ტესტის ტიპს (A,B ან C), საგამოცდო ცენტრს და ა.შ.

შესაბამისი ინფორმაციის მითითების შემდეგ კანდიდატი აჭერს “შენახვის” ღილაკს და რეგისტრაციის დასტურს იღებს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.

2016 წლიდან აპლიკანტები საგამოცდო ბარათების ელექტრონულ ვერსიებს პირადი გვერდიდან (გვერდი, სადაც მაგისტრანტობის კანდიდატი ირჩევს ტესტის ტიპს) ამობეჭდავენ. მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მოცემული ყველა ინფორმაცია დაბეჭდილი იყოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტა, ლაქები და ა.შ.) გარეშე.

მაგისტრანტობის მსურველი რეგისტრაციის დროს არ უთითებს უმაღლესი სასწავლო დაწესებულების პროგრამას. აპლიკანტი უნდა დაუკავშირდეს უმაღლეს სასწავლებელს/სასწავლებლებს და გაარკვიოს ინფორმაცია შიდა სასპეციალიზაციო მისაღები გამოცდების შესახებ.

საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია აღნიშნულ ვადებში (12 აპრილის 18:00 საათამდე) უნდა გაიარონ. სარეგისტრაციო ვადის ამოწურვის შემდეგ მაგისტრანტობის კანდიდატები ვეღარ დარეგისტრირდებიან.

უკვე რეგისტრირებულებს კი ტესტის ტიპის შეცვლა 1 ივნისის 19:00 საათამდე შეეძლებათ.

გაითვალისწინეთ:

  • არ გაანდოთ სხვას ელექტრონული ფოსტით მიღებული პაროლი. მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი სარეგისტრაციო ანკეტაში მითითებული მონაცემების სისწორესა და შემდგომ მასში განხორციელებულ ცვლილებებზე;
  • საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება არ მოეთხოვებათ მაგისტრანტობის იმ კანდიდატებს, რომლებსაც სურთ სწავლის გაგრძელება საღვთისმეტყველო, საშემსრულებლო ან/და სასპორტო საგანმანათლებლო სამაგისტრო პროგრამებზე;
  • კანდიდატი კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებს წინა წლებში მიღებული ქულით.

მაგისტრანტობის კანდიდატებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 2016 წლის 2 მაისამდე უნდა წარმოადგინონ შესაბამისი ცნობა რაიმე ტიპის ფუნქციონალური დარღვევის თაობაზე.

2016 წლის სიახლეები:

საერთო სამაგისტრო გამოცდაზე შეიცვლა საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების რაოდენობა და ნაცვლად 11-ისა, განისაზღვრა 12-ით (მიმართულებას “მათემატიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ფიზიკა“ გამოეყო ინფორმაციული ტექნოლოგიები ცალკე მიმართულებად). ასევე, შესაძლებელი გახდა, რომ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს მიმართულებათაშორისი დარგების ან სპეციალობების ქვედარგებზე/სპეციალიზაციებზე, მათი შინაარსის გათვალისწინებით, დაადგინოს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის რამდენიმე ტიპი, თუმცა, თითოეული აპლიკანტი კვლავ აბარებს მხოლოდ ერთი ტიპის ტესტს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მაგისტრანტობის თითოეულ კანდიდატს უსურვებს წარმატებას საერთო სამაგისტრო გამოცდაზე.

რაც შეეხება სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე რეგისტრაციას, ის გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე 16 მარტის 12:00 საათიდან 12 აპრილის 18:00 საათამდე იწარმოებს.

რეგისტრაცია

ინტერნეტით რეგისტრაციისათვის აპლიკანტს უნდა ჰქონდეს:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
    ელექტრონული ფოსტა;
    მან უნდა გადაიხადოს სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის საფასური – 10 ლარი.

გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების გადასახადი:
საფასურის გადახდა შესაძლებელია ვებგვერდიდან, ბარათით ელექტრონულად გადახდისათვის მიჰყევით ბმულს (მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი)

  • „საქართველოს ბანკის“ სერვის ცენტრები – (მომსახურების საკომისიო) 0,5 ლარი;
  • ვებგვერდზე ipay.ge – (მომსახურების საკომისიო) 1 ლარი;
  • „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით – (მომსახურების საკომისიო) 1 ლარი;
  • საქართველოს ბანკის ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით – ibank.ge – (მომსახურების საკომისიო) 1 ლარი;
  • ვებგვერდზე www.PayBox.ge – (მომსახურების საკომისიო) 0,5 ლარი;
  • PayBox თვითმომსახურების ტერმინალით – (მომსახურების საკომისიო) 0,5 ლარი.

გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აპლიკანტის გვარი, სახელი, პირადი ნომერი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
edu.aris.ge საგანმანათლებლო ინტერნეტ-პორტალი