GE

როგორ განაწილდა განათლების მინისტრისა და მისი მოადგილეების უფლებამოსილებები ახალი ბრძანებით

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ახალი ბრძანებით განისაზღვრა მინისტრის განათლების მიმართულების მოადგილეთა უფლებამოსილებები.

EDU.ARIS.GE-ს მიერ მოპოვებულ დოკუმენტში მინისტრისა და მისი მოადგილეების ფუნქციები ასე ნაწილდება:

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი:

ზედამხედველობას უწევს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტს;

ზედამხედველობას უწევს შიდა აუდიტის დეპარტამენტს;

კოორდინაციას უწევს სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე:

ზედამხედველობას უწევს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტს;

ზედამხედველობას უწევს ეკონომიკურ დეპარტამენტს;

ზედამხედველობას უწევს სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს;

ზედამხედველობას უწევს საბუღალტრო აღრიცხვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტს;

კოორდინაციას უწევს სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტს;

კოორდინაციას უწევს სსიპ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს;

კოორდინაციას უწევს სსიპ – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას;

კოორდინაციას უწევს სსიპ- მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს;

კოორდინაციას უწევს სსიპ- შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს;

კოორდინაციას უწევს სამინისტროს სისტემაში შემავალ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს.

ხელს აწერს, ამ ბრძანების თანახმად, მასზე განაწილებული საზედამხედველო სტრუქტურული ქვედანაყოფების უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე მომზადებულ კორესპონდენციას და ავიზებს მას.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაკიძე:

ზედამხედველობას უწევს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტს;

ზედამხედველობას უწევს ადმინისტრაციას (დეპარტამენტი);

ზედამხედველობას უწევს იურიდიულ დეპარტამენტს;

ზედამხედველობას უწევს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტს;

კოორდინაცის უწევს სსიპ- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს;

კოორდინაციას უწევს სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრს;

კოორდინაციას უწევს სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს;

კოორდინაციას უწევს სამინისტროს სისტემაში შემავალ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებს;

კოორდინაციას უწევს ტერიტორიულ ორგანოებს – საგანმანათლებლო რესურსცენტრებს;

კოორდინაციას უწევს სამინისტროს სისტემაში შემავალ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებს;

ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას;

ხელს აწერს, ამ ბრძანების თანახმად, მასზე განაწილებული საზედამხედველო სტრუქტურული ქვედანაყოფების უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე მომზადებულ კორესპონდენციას და ავიზებს მას.

გადაადგილებები განათლების სამინისტროში: ზედგინიძემ თანამდებობა დატოვა, ირინა აბულაძის ზოგიერთი ფუნქცია კი გიორგი ვაშაკიძეს გადაეცა

განათლების ხარისხის განვითარების ხელმძღვანელი მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური