როგორ გავასაჩივროთ 2024 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდისა და საგრანტო კონკურსის შედეგი – ინსტრუქცია
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საერთო სამაგისტრო და საგრანტო გამოცდის შედეგის გასაჩივრებისთვის სააპელაციო განაცხადები მიიღება 13 აგვისტოს 10:00 საათიდან 15 აგვისტოს 18:00 საათამდე მხოლოდ ელექტრონულად online.naec.ge-ზე იქნება შესაძლებელი.
სააპელაციო განაცხადის შევსებამდე მონაწილემ უნდა გადაიხადოს აპელაციის საფასური 50 ლარი. ქულის ცვლილების შემთხვევაში თანხა განცხადების საფუძველზე უკან დაბრუნდება.
სააპელაციო განაცხადის შევსების ინსტრუქცია:
სააპელაციო განაცხადის შესავსებად უნდა ეწვიოთ ვებგვერდს: online.naec.ge და აპელაციისათვის განკუთვნილი ღილაკის გამოყენების შემდეგ შესაბამის ველებში უნდა შეიყვანოთ პირადი ნომერი და საგამოცდო ბარათზე მითითებული საიდენტიფიკაციო ცხრანიშნა კოდი.
ღილაკის – „შესვლა“ – გამოყენების შემდეგ იწყებთ ტესტის იმ ნაწილების მონიშვნას, რომელთა გასაჩივრებაც გსურთ (თუ აპელაციის საფასური არ გაქვთ გადახდილი, სისტემა არ მოგცემთ პროცესის დასრულების შესაძლებლობას).
ამ აღნიშვნების შემდეგ სისტემა თქვენს განაცხადს შეინახავს, როგორც დროებითს, რომელშიც არაერთხელ შეგიძლიათ ცვლილების შეტანა. დროებითი განაცხადი გაუქმდება, თუ არ გამოიყენებთ ღილაკს „გაგზავნა“.
გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:
- „საქართველოს ბანკის“ გადახდების პლატფორმით bogpay.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი + 1,2%. გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი ქართული ბანკის ბარათით;
- „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
- „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტბანკინგის საშუალებით – ibank.ge – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი;
- „საქართველოს ბანკის“ მობილური აპლიკაციით – mBank – საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი.
გაითვალისწინეთ, რომ საერთო სამაგისტრო გამოცდის აპელაციის შედეგებთან ერთად გამოქვეყნდება გათანაბრებული ქულებიც. გათანაბრებული ქულა არის ის საბოლოო შედეგი, რომლითაც დგინდება გადალახა თუ არა ზღვარი მაგისტრანტობის მსურველმა ტესტის თითოეულ ნაწილში.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საპრეტენზიო განაცხადებს განიხილავს დამოუკიდებელი კომისია.
ასევე იხილეთ:
იპოვე შენი თავი EDU.ARIS.GE-ს TikTok-ზე 😘
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება