როგორ იქცევა აბიტურიენტი, თუ გამოცდის დღემდე ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა – NAEC-ის განმარტება

ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებს, შესაძლოა, სხვადასხვა მიზეზით ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა გამოცდის წინა დღეს, რამდენიმე დღით ადრე, ან თავად გამოცდის დღეს შეექმნათ და აღნიშნულის გამო ტესტირებაში მონაწილეობა ვერ მიიღონ. უნდა იცოდეთ, რომ გარკვეული გამოსავალი ასეთი ფორსმაჟორული სიტუაციის შემთხვევაშიც არსებობს.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს რამდენიმე გარემოება აქვს გათვალისწინებული და თუკი არ გსურთ, რომ საგამოცდო პროცესს გამოეთიშოთ, სწორედ მას უნდა მიჰყვეთ:
სპეციფიკური გარემოს შექმნის საჭიროება
თუ აბიტურიენტს გამოცდის დროს ესაჭიროება სპეციალური პირობების/სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, უნდა მონიშნოს შესაბამისი გრაფა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამისი ცნობა (ფორმა №100) წარმოადგინოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ან გამოაგზავნოს საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან.
განაცხადები მიიღება 4 მარტიდან 10 აპრილის 18:00 საათამდე. აღნიშნული თარიღის შემდგომ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის წარდგენის შემთხვევაში, აბიტურიენტი ვერ ისარგებლებს სპეციალური პირობებით.
თუ აბიტურიენტის ჯანმრთელობსი მდგომარეობა წინასწარ განსაზღვრული ვადების გასვლის შემდეგ შეიცვალა:
10 აპრილის შემდეგ ფუნქციური დარღვევის შემთხვევაში აბიტურიენტმა ან უფლებამოსილმა პირმა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს უნდა წარუდგინოს ცნობა გონივრულ ვადაში, არაუგვიანეს გამოცდის წინა დღისა;
გამოცდებამდე რამდენიმე დღით ადრე ან გამოცდების პერიოდში, ინფექციური დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ან საგამოცდო ცენტრს გამოცდების დაწყებამდე, რათა ცენტრმა უზრუნველყოს აბიტურიენტისათვის სპეციალური პირობების შექმნა;
გამოცდებამდე ან გამოცდების პერიოდში აბიტურიენტის დაკავების/დაპატიმრების შემთხვევა დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, რათა ცენტრმა უზრუნველყოს აბიტურიენტის გამოცდაზე დასაშვებად შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და შესრულება.
ასევე იხილეთ:
„ეს სიახლე ძალიან მნიშვნელოვანია გამოსაცდელებისთვის“ – ნინო წერეთელი რეგისტრაციის შესახებ
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
განათლების სფეროში საშუალო ხელფასი 1 409 ლარია – საქართველოში კი საშუალო ხელფასი 2 217 ლარს აღწევს – უახლესი მონაცემები by ARIS.GE-განათლება
-
თანამდებობა – კონსულტანტი – IBSU-მ გიორგი ამილახვარის რექტორად დანიშვნის ფაქტი უარყო by ARIS.GE-განათლება
-
გიორგი ამილახვარი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორად დაინიშნა by ARIS.GE-განათლება