როგორ უნდა ატვირთოთ ელექტრონულ ჟურნალში დარღვევების ოქმზე რეაგირების დოკუმენტი – EMIS-ის განმარტება და ვიდეო ინსტრუქცია
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS) განმარტავს, თუ როგორ უნდა მოხდეს ელექტრონული ჟურნალის “დარღვევის” ფუნქციონალში რეაგირება.
“ავტორიზაციის გავლის შემდეგ შევდივართ მოდულში “დარღვევები” სადაც გვიჩანს მანდატურის მიერ ატვირთული დარღვევა: თარიღის, დარღვევის კატეგორიისა და დარღვევის ტიპის მითითებით. სტატუსი ქვეშ ჩანს – დარღვევა რეაგირებულია თუ საჭიროებს რეაგირებას. დათვალიერების ღილაკით შეგვიძლია, დეტალურად ვნახოთ ოქმი: სადაც არის ინფორმაცია დოკუმენტის შესახებ, პერსონის ტიპი, პირადი ინფორმაცია. როგორც ხედავთ, მარჯვენა ქვედა კუთხეში გვაქვს ღილაკი “რეაგირება”. ამ ღილაკზე დაჭერისას გამოდის ფანჯარა, სადაც შეგვიძლია ავტვირთოთ რეაგირების დოკუმენტი”, – აღნიშნულია EMIS-ის ინფორმაციაში, რომელსაც სპეციალური ინსტრუქცია ერთვის.
იხილეთ ვიდეო ინსტრუქცია
-
„მნიშვნელოვანია საკითხი – როგორ იქცევა სკოლა, თუ მოსწავლე ან მშობელი უარს ამბობს ფორმის შეძენაზე, ან მის ტარებაზე“
by განათლებული ბლოგი
-
„არ ეჩვენებინოთ პროგრამა, სტანდარტი, რომლის საფუძველზეც სახელმძღვანელოები იწერება, ეს აქამდე არავის უკადრია“
by ARIS.GE-განათლება
-
გაურკვევლობა და პრობლემები სასკოლო სახელმძღვანელოების გარშემო – „მსგავსი ქაოსი არ მახსენდება“
by ARIS.GE-განათლება