როგორ უნდა ჩანიშნოს სკოლამ სემესტრული, წლიური, საშემოდგომო და სხვა გამოცდები? – ინსტრუქცია EMIS-ისგან
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა 24 იანვარს, სკოლის წარმომადგენლის მიერ სემესტრული გამოცდის ელექტრონულად ჩანიშვნის შესახებ დასმულ კითხვას დეტალური ინსტრუქციით ეხმაურება და განმარტავს, რომ სისტემაში შესაძლებელია 6 სხვადსხვა ტიპის გამოცდის ჩანიშვნა, მოდულიდან „გამოცდები“.
EMIS-ის ინფორმაციით, გამოცდების დანიშვნა და მათი მომდევნო შეფასება სკოლის ადმინისტრაციის მიერ ხდება. გამოცდის დაგეგმვის პროცესი კი შეიძლება გაიყოს ორ ეტაპად: გამოცდის ზოგადი რეგისტრაცია, შესაბამისი პარამეტრების მიხედვით და დაგეგმილ გამოცდაზე მოსწავლის/მოსწავლეების მიბმა და მათი შეფასება.
სისტემაში შეიძლება ჩაინიშნოს:
- სემესტრული გამოცდა;
- წლიური გამოცდა;
- საშემოდგომო გამოცდა;
- გაცდენების ექსტერნი გამოცდა;
- წინმსწრები გამოცდა;
- სხვა გამოცდა.
თითოეული გამოცდის ტიპის ჩანიშვნის ადმინისტრირებისთვის იხილეთ: დეტალური ინსტრუქცია
-
ქვედაკაბა მუხლამდე და გრძელი, შარვალი და პიჯაკი – ცნობილია, როგორი იქნება სასკოლო ფორმები ახალი სასწავლო წლიდან (ესკიზები)
by ARIS.GE-განათლება
-
„არ ეჩვენებინოთ პროგრამა, სტანდარტი, რომლის საფუძველზეც სახელმძღვანელოები იწერება, ეს აქამდე არავის უკადრია“
by ARIS.GE-განათლება
-
გაურკვევლობა და პრობლემები სასკოლო სახელმძღვანელოების გარშემო – „მსგავსი ქაოსი არ მახსენდება“
by ARIS.GE-განათლება