GE

როგორ უნდა მიიღოთ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტისგან 100%-იანი გრანტი – მედიაციის პროექტი

Teen Academy-ის ფარგლებში დაგეგმილ პროექტ მედიაციაში რეგისტრაცია დაიწყო. ყველა მონაწილეს შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს მედიაციის პროექტში და მოიპოვოს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტისგან 100%-იანი გრანტი.

  • გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პირველ პრიორიტეტად მონიშვნის შემთხვევაში, ისწავლოს უფასოდ ან მიიღოს ნაწილობრივი გრანტი, 2250 ლარიანი სწავლის საფასურით.
  • ყველა სხვა მონაწილეს კი გადაეცემა სერტიფიკატი და 5%-იანი ვაუჩერი, რომელსაც, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პირველ პრიორიტეტად მონიშვნისა და ჩარიცხვის შემთხვევაში, 15%-იც დაემატება.
  • მედიაციის პროცესის დაწყებამდე მონაწილეთათვის ჩატარდება ტრენინგები.

მედიაცია მოლაპარაკების პროცესია, როდესაც ნეიტრალური პირი – მედიატორი, დაპირისპირებულ მხარეებს ან/და მათ წარმომადგენლებს ეხმარება კონფლიქტის ურთიერთსასარგებლო შეთანხმებით დასრულებაში.

რეგისტრაცია

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 19 თებერვალი;
პროექტში მონაწილეობა: უფასოა;
პროექტის ჩატარების თარიღი: 20-22 თებერვალი.
პირველი შეხვედრა გაიმართება 20 თებერვალს, 14:00 სთ.-ზე.

პროექტის ლოკაცია: დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური