GE

როგორია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის  საერთაშორისო მიღწევები

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა პროგრამებისა და სამეცნიერო მიმართულებების ფართო სპექტრით. აღნიშნულთან ერთად, არჩევანის გაკეთებისას აბიტურიენტების ინტერესს იწვევს უნივერსიტეტის საერთაშორისო სტატუსი და მიღწევები. Aris.ge-განათლება დაინტერესდა, როგორია ამ მიმართულებით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის  შედეგები.

საერთაშორისო პროექტები და გაცვლითი პროგრამები:

Aris.ge- განათლებას საერთაშორისო პროექტების შესახებ საგარეო ურთიერთობათა განვითარების სამსახურის უფროსი დავით გეგჭკორი ესაუბრა: „საგარეო ურთიერთობათა და სტრატეგიული განვითარების სამსახური წარმოადგენს უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულს, რომელიც 2005 წელს უნივერსიტეტში არსებული საგარეო ურთიერთობათა და პერსპექტიული განვითარების განყოფილების რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა. ჩვენი სამსახურის პრიორიტეტული მიმართულებაა უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცება და განვითარება. ჩვენს კომპეტენციაში შედის: ურთიერთობების დამყარება სხვა ქვეყნების სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებებთან; უცხოელი სტუმრებისა და ოფიციალური დელეგაციების ვიზიტების ორგანიზება; საერთაშორისო ორგანიზაციებში უნივერსიტეტისა და მისი საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულების გაწევრიანების ორგანიზება; საერთაშორისო კონკურსების გამოცხადება და გაცვლითი პროგრამებისათვის სტუდენტთა მომზადება; აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის ორგანიზება; უცხოელ სტუდენტთა მომსახურება; უნივერსიტეტის მისიიდან გამომდინარე, სტრატეგიული განვითარების დაგეგმვა;  საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების სხვადასხვა საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია..

unnamed (4)– ბატონო დავით, რა საერთაშორისო პროექტები ხორციელდება ამჟამად აწსუ-ში?

– ამჟამად  უნივერსიტეტში 9 ტემპუსის და 5 ერასმუსის პროექტი ხორციელდება. ჩვენი სამსახური კოორდინირებას უწვეს ყველა ამ პროექტს.  ტემპუსის პროექტებიდან მინდა გამოვყო ტემპუსის პროექტის „სტუდენტური სერვისების“ საკორდინაციო შეხვედრა, რომელიც უნივერსიტეტის ისორიაში პირველად ჩატარდა და კონსორციუმის მონაწილე 12 უმაღლეს დაწესებულებას უმასპინძლა; საგრანტო პროექტის ENGITECH ფარგლებში მარტში უნივერსიტეტში ჩატარდა სტუდენტების ტრენინგი, რომელიც უკრაინაში იყო ჩანიშნული, მაგრამ საომარი ვითარების გამო ჩვენთან ჩატარდა. ტრენინგი 18-მა უკრაინელმა და უზბეკმა სტუდენტმა გაიარა; საგრანტო პროექტის „ბიოსამედიცინო ინჟინერიის“ ფარგლებში მიმდინარე წლის აპრილში გაიმართა პროექტის საკოორდინაციო შეხვედრა; აპრილით თვეში უნივერსიტეტს გადეცა ინგლისური ფირმის „დელკამის“ ლიცენზია საინჟინრო მიმართულების სპეციალობების სტუდენტებისათვის. აღსანიშნავია, რომ ჩვენი უნივერსიტეტი პირველია საქართველოში, რომელმაც მსგავსი ლიცენზია მიიღო; განხორციელდა საგრანტო პროექტის PBL net -ის დისემინაცია უნივერსიტეტში.

რაც შეეხება ერასმუსის პროექტებს, მინდა გამოვყო, რომ მიმდინარე წელს ამ პროექტებში 120 სტუდენტი მონაწილეობდა. ჰოლანდიაში, გრონინგემის უნივერსიტეტში ჩატარდა საკოორდინაციო შეხვედრა, სადაც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ჩვენი უნივერსიტეტის აქტივობაზე და მის როლზე ამ პროექტებში.

აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ქუთაისის აწსუ -ს ახალი პროექტების შესახებ; საერთაშორისო პროექტებში ჩვენ მონაწილეობას ვიღებით როგორც პარტნიორი უნივერიტეტი, მაგრამ წელს პირველად შევიტანეთ ერაზმის + პროეტქში დამოუკიდებელი განაცხადი – „უნივერსიტეტის როლი რეგიონის განვითარებაში.“ ამ პროექტში საქართველოდან სულ სამი უნივერსიტეტის განაცხადი გაკეთდა და ერთ-ერთის ავტორი ჩვენ გახლავართ.  ამჟამად ჩვენ 12 პროექტში ვიღებთ მონაწილეობას რომელთა შედეგები უახლოეს მომავალში გახდება ცნობლი.

გარდა ამისა, კრედიტების მობილობასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან შემუშავებულია 5 ახალი პროექტი მობილობასთან დაკავშირებით. 2015 წელს ამერიკის საელჩომ პირველად გამოაცხადა პროექტები უმაღლესი სასწავლებლებისათვის, ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ  5 სხვადასხვა კონსორციუმში. 2015 წელს ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან 10 ახალი ხელშეკრულება გაფორმდა.

პრობლემებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდი – PBL

აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში ამბობენ, რომ მედიცინის ფაკულტეტზე პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების (Problem Based Learning)  მეთოდების დანერგვა ფაკულტეტს კონკურენტულობას მატებს.  PBL სწავლების მეთოდის  დანერგვის შესახებ პროგრამის კოორდინატორი, პროფესრი ნანა შავლაყაძე საუბრობს.

ნანა-შავლაყაძე– ქალბატონო ნანა რა არის PBL და რითია ის განსაკუთრებული?

PBL  ანუ პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება პირველად 1996 წელს, კანადაში შეიმუშავეს მედიცინის ზარმაცი სტუდენტებისათვის. ეს მეთოდი დღეს ყველაზე პოპულარული და კარგად აპრობირებულია ევროპისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში. ყოფილი საბჭოთა ქვეყნების უმრავლესობაში  დღემდე პრობლემად რჩება  რომ  ექიმების მომზადება ნაკლებადაა სტუდენტზე ორიენტირებული. განათლების ძველი მოდელი კლასიკურ მეთოდებს ითვალისწინებს – ესაა  მზა  ინფორმაციის მიწოდება. ტრადიციულ სასწავლო მეთოდში წამყვანი ფიგურა პედაგოგია. ის აძლევს სტუდენტს მზა სტრუქტურირებულ სასწავლო მასალას და აიძულებს დაიმახსოვროს იგი. მაშინ, როცა თანამედროვე დასავლური საგანმანათლებლო მეთოდოლოგია დაფუძნებულია არა ზღვა ინფორმაციის  დამახსოვრებაზე, არამედ ექიმში  საექიმო აზროვნების ფორმირებაზე, რაც ზოგადკულტურული და პროფესიული კომპეტენციის ფარგლებში   მიმდინარეობს. ექიმური აზროვნების, ანუ კლინიკური აზროვნების ფორმირება დასავლეთში პირველივე კურსდან ხდება.  ანუ ხდება საკუთარი ცოდნის მართვა და კონტროლი. პრობლემზე  დაფუძნებული სწავლება PBL  ესაა თანამედროვე  სამედიცინო განათლების გამოწვევა.  PBL სასწავლო გეგმა შემუშავდა იმისათვს, რომ სტუდენტმა ადრეული კურსებიდანვე დაინახოს საკუთარი თავი ექიმის როლში. შეეჩვიოს პასუხისმგებლობას, სწავლების პროცესში სტუდენტი განყენებულ მედიცინას კი არ სწავლობს, არამედ  კონკრეტული პაციენტის ისტორიის პრობლემის გადაჭრის  მიხედვით  სწავლობს ემბრიოლოგიას, ფიზიოლოგიას, ბიოქიმიას, ფარმაკოლოგიას და ა.შ. ამ გზით შეძენილი გამოცდლებით მას თამამად შეუძლია შეაბიჯოს რეალურ საექიმო პრაქტიკაში.

unnamed (5)-რა განსაკუთრებული აღჭურვილობა სჭირდება PBL ლაბორატორიებს? როგორც ვიცით PBL საერთაშორისო პროექტის ფარგლებში დაინერგა

– აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე PBL სწავლების დანერგვა 2012 წელს, ევროგაერთიანების ტემპუსის საგრანტო პროექტით მოხდა – Establishmnent of the Supra –Regional  Network of the National Centres in Medical Educaton Focused on PBL  and Virtual Patients.  ჩვენთვის ეს პირველი საერთაშორისო პროექტი როდია, მაგრამ ვთვლი, რომ ამ პროექტში მონაწილეობამ ძალიან ეფექტური შედეგი მოგვცა. პროექტში მონაწილეობით ჩვენ მივიღეთ კურიკულუმები და პროგრამები, სპეცტექნიკა PBL სწავლების დასანერგად, მაგრამ მეორეს მხრივ, თავად უნივერსიტეტმაც დიდი რესურსი ჩადო მის დანერგვაში.

unnamed (6)უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ შეუძლებელი შესძლო და უმოკლეს დროში გამონახა სახსრები  რემონტის, ავეჯისა და აღჭურვილობისათვის. PBL სწავლების კორპუსში თქვენ ხედავთ რამდენად  კომფორტული და თანამედროვე გარემოა შექმნილი დისკუსიისთვის, ძიებისათვის, კითხვისთვის, კვლევისათვის, სწავლისათვის და ერთმანეთთთან კომუნიკაციისათვის. თითოეული PBL სწავლების  ლაბორატორია (ასეთი 5 ლაბორატორია მოეწყო) 8 სტუდენტზეა გათვლილი. აქ სტუდენტებისათვის მოეწყობა სესიები და პრაქტიკული მეცადინეობები. ამასთან,  ჩატარდება კლინკური უნარ-ჩვევების გამომუშავება. მოეწყობა ექსპერტთა ფორუმი. ესაა დასვლური გარემო სტუდენტებისათვის, სადაც სამუშაო პროცესში,  ვირტუალური პაციენტის გადასარჩენად ყავის დალვაც და ცხარე დისკუსიის გამართვაც ერთნაირად შესაძლებელია.

მაღალკვალიფიციური სპეციალისტები

unnamed (2)– ერთი საკითხია ლაბორატორიები და ტექნიკური ბაზა და მეორე სპეციალისტები, რომლებიც აღნიშნულ PBL-მეთოდს განახორციელებენ,  ვინ იქნებიან ტუტორები?

– ტუტორების მომზადებაში ჩვენ ინგლისელი, ბერძენი და კვიპროსელი კოლეგები დაგვეხმარნენ.

მათი დახმარებით, ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ექვს სამედიცინო უნივერსიტეტში დაიწყო მუშაობა სასწავლო კურიკულუმების მოდერნიზაციაზე, ათეულობით ქეისის თარგმნასა და ადაპტაციაზე, ტუტორების მომზადებაზე, ონლაინ ბიბლიოთეკის შექმნაზე. სამი წლის განმავლობაში არაერთი უძილო ღამე, შეხვედრა და სამუშაო შეხვედრა გაიმართა სისტემის გასამართად. პროექტი ჯერ არ დასრულებულა და შედეგიც სახეზეა, აწსუ-ში მომზადდა ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა „მედიცინა+PBL”. ჩვენი ჯუფის შრომა არც ევროპელ კოლეგებს არ დარჩენიათ უყურადღებოდ და ამ პროექტის კოორდინატორ უნივერსიტეტს-St Georges University of London-ს გაწეული შრომისათვის 2014 წლის პრესტიჟულ ცერემონიალზე, ნომინაციაში საუკეთესო საერთაშორისო თანამშრომლობისათვის უმაღლესი ჯილდო გადასცეს.

უცხოელი სტუდენტები

unnamed (3)აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვან პროგრამას 150 – მდე უცხოელი სტუდენტი უფლება. მათ საჭროებებსა და ადაპტაციიის პროცესზე ჩვენთან მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, მედიცინის დოქტორი და ასოცირებულ პროფესორი, ინგლისურენოვანი პროგრამის ხელმძღვანელი ირინე ფხაკაძე საუბრობს.

– ქალბატონო ირინე, რომელი ქვეყნის უცხოელი სტუდენტები სწავლობენ ამჟამად აწსუ-ში, არის თუ არა განსაზღვრული სწავლის დასრულების შემდეგ მათი დასაქმების საკითხი და როგორია ამ მიმართულებით უნივერსიტეტის სამომავლო გეგმები?

unnamed– მედიცინის ფაკუტეტის ინგლისურენოვანი ფაკულტეტი ჩვენთან 3 წლის წინ 2013 წელს შეიქმნა და პირველი ნაკადზე მთლიანად ნიგერიელი სტუდენტები მივიღეთ. მეორე და მესამე წელს ალბანელებს ერაყელი სტუდენტებიც დაემატნენ. ჩვენს უნივერსიტეტში ეს პირველი ინგლისურენოვანი, ანუ საერთაშორისო პროგრამაა და ჩვენი პასუხისმგებლობა ამ პროექტში ძალიან დიდია. უნივერსიტეტის ადმინიტრაცია უდიდეს ძალისხმევას დებს, რომ ჩვენ საერთაშორისო განათლების ბაზარზე დავმკვიდრდეთ. ნიგერიელები ზუსტად ისეთივე სტუდენტები არიან, როგორიც ქართველები… ამ კუთხით განსხვავებების  დასახელება მიჭირს.  მათთვის უნივერსიტეტმა  საცხოვრებელიც გაარემოტა, თუმცა ძირითადად კერძო სექტორში ქირაობენ ბინებს. სწავლის დასრულების შემდეგ სამშობლოში, ან სულაც სხვა უნივერსიტეტებში წავლენ სწავლის გასაგრძელებლად. სხვათა შორის, ისინი ხშირად გვეკითხებოდნენ, „თქვენი დიპლომით სად შევძლებ მუშაობის დაწყებასო“. ბოლო დროს აწსუ-ს მედიცინის ფაკულტეტი ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის  AMEE-ს წევრი გახდა  და 2015 წლის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის WHO კატალოგშიც მოხვდა,  რაც  ცხადია, კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია.

DELCAM-ის ლიცენზირებული პროგრამების სწავლება

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტებით აწსუ-ს საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლებიც აქტიურად სარგებლობენ.  ამ კუთხით ერთ-ერთი ბოლო მიღწევაა  DELCAM- (მსოფლიო ლიდერი საინჟინრო კომპიუტერული მოდელირების პროგრამირებაში) და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მიღწეული შეთანხმება,  რომელიც DELCAM-ის პროგრამების სამთვიანი სწავლების ლიცენზიის გადაცემას შეეხება და მას შემდგომი გაგრძელების პერსპექტივაც გააჩნია. ამ შეთანხმების მნიშვნელობაზე და ქუთაისის საინჟინრო ფაკულტეტის პრსპექტივებზე პროფესორი ინგა ბოჭოიძე საუბრობს:

unnamed (1)„ქუთაისის  აკაკი წერეთლის უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო TEMPUS-ის   პროექტში „უმაღლესი საინჟინრო განათლების მოდერნიზაცია საქართველოში, უკრაინასა და უზბეკეთში ტექნოლოგიური გამოწვევების საპასუხოდ“. პროექტის ევროპელი პარტნიორები იყვნენ:  სამეფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (შვედეთი); ლიდსის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი); ტურინის პოლიტექნიკური ინსტიტუტი (იტალია); DELCAM-ის კორპორაცია (დიდი ბრიტანეთი).  პროექტში მონაწილეობა იმითაა საინტერესო და წარმატებული, რომ ქუთაისმა უკრაინელ და უზბეკ მონაწილეებს უკრაინელი პარტნიორების ნაცვლად უმასპინძლა. აქ ჩატარდა სასწავლო შეხვდერები და  ევროპელი პარტნიორები იმდენად კმაყოფილი დარჩნენ ჩვენი მასპინძლობით, რომ  დელკამის პროგრამების სამთვიანი სწავლების ლიცენზიაც გადმოგვცეს.  ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენს უნივერსიტეტში ამ პროგრამების სწავლება უფასოდ წარიმართება. ერთმა სასწავლო ჯგუფმა  უკვე დაასრულა სწავალა და ახლა მეორე კურსი ყალიბდება.  დელკამის კომპიუტერული პროდუქტების  გამოყენება კი არარეთ სფეროშია შესაძლებელი, კერძოდ: ინჟინერია, სტომატოლოგია, მრეწველობა (მაგალილთად ფეხსაცმელების წარმოებაში), და ა.შ.

– კიდევ ერთხელ რომ განუმარტოთ აწსუ-ს დღევანდელ სტუდენტებს და ასევე მათ, ვინც მომავალში შეაჩერებს არჩევანს თქვენს უნივერსიტეტზე, რითია გამორჩეული და საინტერესო ეს თანამშრომლობა?

– ჩვენ 3 თვის განმავლობაში უფასო სწავლების ლიცენზია გადმოგვეცა, ეს იმას ნიშნავს, რომ დელკამის პროგრამების სწავლება უფასოდ მიმდინარეობს, ერთი სასწავლო კურსის სწავლების პროცესს, რომელიც უკვე დავასრულეთ „დელკამის“ წარმომადგენლებიც აკვირდებოდნენ. 3 თვის შემდეგ, ისინი სავარაუდოდ, პროგრამის გაგრძელების გადაწყვეტილებას მიიღებენ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის.

როგორც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამბობენ, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია საერთაშორისო განათლების ბაზარზე დამკვიდრების მიზნით, მუშაობას კვლავაც გააგრძელებს, რათა სტუდენტებისა და მომავალ აბიტურიენტებისთვის სწავლა სწავლების თანამედროვე სტანდარტები ხელმისაწვდომი გახადოს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური