როგორია მასწავლებლის მიერ საკუთარი ეფექტიანობის შეფასება საქართველოში
საქართველოში მასწავლებლების მიერ საკუთარი ეფექტიანობის შეფასება გასულ 2013 წლის მონაცემებთან შედარებით, ყველა მიმართულებით გაიზარდა და დღეს სხვა მაჩვენებლები გვაქვს.
რა არის მასწავლებლის მიერ საკუთარი ეფექტიანობის შეფასება?
არსებობს მრავალი მტკიცებულება, რომ მასწავლებლის თვითეფექტიანობამ როგორც სწავლებაში, ისე კლასის მართვაში შესაძლებელია არსებითი როლი ითამაშოს სწავლების ხარისხისა და მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესებაში. იმისათვის, რომ მასწავლებელმა მიაღწიოს სასურველ შედეგებს სწავლებაში, მას უნდა ჩამოუყალიბდეს საკუთარ შესაძლებლობების მყარი რწმენა. მასწავლებლის თვითეფექტიანობა კრიტიკული ფაქტორია, რომელიც ეხმარება მას შრომისუნარიანობის ამაღლებასა და სამუშაოთი კმაყოფილების განცდის ჩამოყალიბებაში, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს მოსწავლეთა მაღალ მიღწევებს.
თვითეფექტიანობის აღქმა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მუშაობის უნარს. განათლების სფეროში ჩატარებული კვლევები აჩვენებს (იხ. Klassen et al., 2011; Klassen and Tze, 2014; Tschannen-Moran and Hoy, 2001; OECD, 2009), რომ მასწავლებლების მიერ საკუთარი ეფექტიანობის აღქმა მნიშვნელოვან კორელაციაშია მოსწავლეების მიღწევებთან და მოტივაციასთან, მასწავლებლების საქმიანობასთან, ენთუზუაზმთან, სამსახურისადმი ერთგულებასა და საქმიანობით კმაყოფილებასთან. საკუთარი ეფექტიანობის დაბალი შეფასება კი გვხვდება მასწავლებლებში, რომლებსაც აწუხებთ მოსწავლეების ქცევის მართვასთან დაკავშირებული პრობლემები, აქვთ დაბალი მოლოდინი მოსწავლეების სწავლის შედეგების მიმართ, ასევე სამსახურთან დაკავშირებული სტრესის მაღალი დონე და ნაკლებად კმაყოფილნი არიან თავიანთი საქმიანობით.
მასწავლებლის მიერ საკუთარი ეფექტიანობის შეფასებასთან დაკავშირებულ კითხვაზე („რამდენად შეგიძლიათ სწავლებისას იმის გაკეთება, რაზეც ქვემოთ არის საუბარი?“) პასუხების პროცენტული განაწილება საქართველოს მონაცემების მიხედვით ასეთია:
მასწავლებელთა მიერ საკუთარი თვითშეფასების აღქმა:
საქართველოში გამოკითხვაში მონაწილე იმ მასწავლებლების წილი, რომლებსაც საკმარისად ან კარგად შეუძლიათ სასწავლო პრაქტიკაში სხვადასხვა ამოცანის გადაჭრა, თითქმის ყველა მიმართულებით აღემატება TALIS-ის შესაბამის საშუალო მაჩვენებელს. გამონაკლისია ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება, რომელშიც გამოკითხვაში მონაწილე მასწავლებლების 58.7% აფასებს დადებითად საკუთარ შესაძლებლობებს, TALIS-ის საშუალო მაჩვენებელი კი არის 66.7%.
მასწავლების მიერ საკუთარი შესაძლებლობების შეფასება უმნიშვნელოდ იცვლება მისი სამუშაო სტაჟის მიხედვით. გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების უნარი, რომელსაც ნაკლები სამუშაო სტაჟის მქონე მასწავლებლების დაახლოებით 5%-ით მეტი აფასებს დადებითად.
შედარება 2013 წლის მონაცემებთან:
სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევა (TALIS) ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ფართომასშტაბიანი საერთაშორისო კვლევაა, რომელიც შეისწავლის მასწავლებლის პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ აქტივობებს და აქცენტს აკეთებს მასწავლებელთა სამუშაო პირობებისა და სასკოლო გარემოს შესწავლაზე.
2018 წელს (უკანასკნელი კვლევა, რომლის დეტალური ანგარიშიც 2020 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა ავტ.) TALIS-ის კვლევაში მონაწილეობდა 48 ქვეყანა და ადმინისტრაციული ერთეული.
საქართველოდან კვლევაში მონაწილეობა მიიღო საშუალო საფეხურის 3101 მასწავლებელმა და 192 სკოლის დირექტორმა. კვლევის მიმდინარეობის დროს ასევე გამოიკითხა მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო კვლევაში ჩართული სკოლების 1923 მასწავლებელი და136 სკოლის დირექტორი.
საქართველოში კვლევას უძღვებოდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის კვლევისა და ფსიქომეტრიკის ჯგუფი.
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება