GE

რომელ აბიტურიენტებს აქვთ ვალდებულება, რომ ატესტატი გამოცდების ცენტრში წარადგინონ – ვადები

აბიტურიენტის 2021 წლის ცნობარში რეგისტრაციის დაწყებისა და დასრულების თარიღთან ერთად გაწერილია დოკუმენტაციის, მათ შორის ატესტატის (სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი) წარდგენის ვადებიც იმ აბიტურიენტებისთვის, ვისაც ამის ვალდებულება აქვთ.

2021 წლის 20 ივნისის ჩათვლით სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარმოადგინონ:

  • აბიტურიენტებმა, რომლებმაც სრული ზოგადი განათლება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიიღეს;
  • აბიტურიენტებმა, რომლებსაც აქვთ საქართველოში განხორციელებული საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შედეგად გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (რომელიც გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან და იძლევა განათლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას), 2021 წლის 20 ივნისის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება მათ მიერ დასრულებული, საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის საქართველოში განხორციელების შესაძლებლობა.

ატესტატის წარდგენის ვადა, განსხვავებულია იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებმაც სრული ზოგადი განათლება საზღვარგარეთ მიიღეს. მათ შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი გამოცდების ეროვნულ ცენტრში 2021 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით უნდა წარმოადგინონ.

რაც შეეხება პირებს, რომელბმაც სრული ზოგადი განათლება 2011-წლამდე მიიღეს, მათ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა წარმოადგინოთ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ხოლო რეგიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, რომლებიც შემდგომ უზრუნველყოფენ ცენტრში განცხადებების გადმოგზავნას მართვის ერთიანი ავტომატური სისტემის (eflow) გამოყენებით. დოკუმენტის ასლი ასევე მიიღება ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: gancxadebebi@naec.ge დოკუმენტს განცხადებასთან ერთად თან უნდა დაერთოს პირადობის მოწმობის ასლი.

გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის განმარტებით, აბიტურიენტს ატესტატის ცენტრში წარმოდგენის ვალდებულება მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ მის საგამოცდო ბარათზე მითითებულია ამის შესახებ.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური