GE

რომელ არჩევით საგანზე რამდენი აბიტურიენტი დარეგისტრირდა და რამდენი ადგილია თითოეულზე – გამოცდები 2016  

2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 40 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა, რაც შეეხება მისაღებ ადგილებს, წელს 44 000ზე მეტი ადგილია. ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ივა მინდაძემ განუცხადა.

საგნების მიხედვით რეგისტრირებულთა რაოდენობის შესახებ მონაცემები ასეთია:

გეოგრაფიის ჩაბარების სურვილი 12 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა გამოთქვა,

ისტორიის ჩაბარების სურვილი 13 000-მდე აბიტურიენტმა გამოთქვა,

მათემატიკის ჩაბარების სურვილი 9500-მდე აბიტურიენტმა გამოთქვა,

ლიტერატურის ჩაბარების სურვილი 6000-ზე მეტმა  აბიტურიენტმა გამოთქვა,

ბიოლოგიის ჩაბარების სურვილი 4500-მდე აბიტურიენტმა გამოთქვა,

ქიმიის   ჩაბარების სურვილი 1800-მდე აბიტურიენტმა გამოთქვა

ტრადიციულად უფრთხიან აბიტურიენტები ფიზიკას –  ამ საგანზე განაცხადი  700-მდე აბიტურიენტმა გააკეთა. მცირე იმ აბიტურიენტების რიცხვიც, რომლებმაც არჩევით საგნად ხელოვნება დაასახელეს – მათი საერთო რიცხვი 230-ია.  სამოქალაქო განათლება 1000-ზე მეტმა აბიტურიენტმა აირჩია.

iva-minda-dze-1შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ EDU.ARIS.GE-ს უმაღლეს სასწავლებლებში არჩევითი საგნების მიხედვით ადგილების რაოდენობაზეც მიაწოდა ინფორმაცია:

ყველაზე მეტი ადგილია გამოყოფილი ისტორიისთვის, ყველაზე ნაკლები კი ხელოვნებისთვის. მონაცემები ადგილების რაოდენობის მიხედვით ციფრებში ასე გამოიყურება:

ისტორია – 11 000–მდე ადგილი

ქიმია  –  2000 ადგილი

ფიზიკა2000 ადგილი

მათემატიკა –  10 000–მდე ადგილი

გეოგრაფია8 000 –მდე ადგილი

ლიტერატურა5 000 –მდე ადგილი

სამოქალაქო განათლება  – 1 500 ადგილი

ბიოლოგია  – 3500 ადგილი

ხელოვნება 600 ადგილი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის ინფორმაციით, ციფრები გამოცდების დაწყებამდე აუცილებლად შეიცვლება.

,,ციფრები აუცილებლად შეიცვლება,  ვინაიდან პირველ რიში ამაზე გამოსაშვები გამოცდები იმოქმედებს. ვინც ვერ გადალახავს გამოცდებს ის გამოეთიშება ერთიან ეროვნულ გამოცდებს. რაც მთავარია, წელს პირველად 1 ივნისამდე აბიტურიენტებს აქვთ საშუალება არჩევითი საგანი შეცვალონ, რაც ასევე შეცვლის მონაცემებს,” – განაცხადა EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ივა მინდაძემ.

სამინისტრო: მე–12 კლასელების მიერ სკოლაში გაცდენილი საათები 20 აპრილიდან აღარ იანგარიშება

საგამოცდო პროგრამები საგნების მიხედვით – ეროვნული გამოცდები 2016

2015-2016 სასწავლო წლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები საგნების მიხედვით

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
ეკა არის© წივწივაძე Aris.ge-განათლების ჟურნალისტი