სამინისტრო: მე–12 კლასელების მიერ სკოლაში გაცდენილი საათები 20 აპრილიდან აღარ იანგარიშება

მე–12 კლასელების მიერ სკოლაში გაცდენილი საათები 20 აპრილიდან აღარ იანგარიშება. ამის შესახებ Aris.ge-განათლებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს. რაც შეეხება ,,არების“ დაწერას, რეგისტრაციის პროცესი 20 აპრილის შემდეგაც გაგრძელდება.
,,არები“ მთელი სასწავლო პროცესის განმავლობაში იწერება. თუმცა იმისთვის, რომ გაცდენების მიხედვით განისაზღვროს ეკუთვნის თუ არა მოსწავლეს ექსტერნის ფორმით სკოლის დასრულება, გაცდენები დაითვლება 20 აპრილის ჩათვლით. თუმცა რეგისტრაციის პროცესი სასკოლო ჟურნალში 20 აპრილის შემდეგაც გაგრძელდება. უბრალოდ სკოლებს 20 აპრილი აქვთ ბარიერი, ითვლიან გაცდენებს 20 აპრილამდე და ანგარიშობენ ეკუთვნის თუ არა მოსწავლეს ექსტერნი ფორმით პროგრამის დაძლევა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული საკითხი მინისტრის ბრძანებით რეგულირდება. ეროვნული სასწავლო გეგმის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, რაც შემდეგს გულისხმობს:
“თუ საბაზო-საშუალო საფეხურებზე მოსწავლემ სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინა კონკრეტული საგნისთვის წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი, მოსწავლე ფასდება მხოლოდ ექსტერნატის გამოცდის ჩაბარების საფუძველზე”,-აღნიშნულია ეროვნულ სასწავლო გეგმაში.
რაც შეეხება სწავლის დასრულების თარიღს, ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად,განსაზღვრულია, რომ პირველი და მეთორმეტე კლასის მოსწავლეები წელს სწავლას 20 მაისს დაასრულებენ. ხოლო დანარჩენი კლასების მოსწავლეები – 10 ივნისს.
საგამოცდო პროგრამები საგნების მიხედვით – ეროვნული გამოცდები 2016
2015-2016 სასწავლო წლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები საგნების მიხედვით
-
2024 წელს საქართველოში 10 800 მოსწავლეს შეუჩერდა ან შეუწყდა მოსწავლის სტატუსი – მიზეზები by ARIS.GE-განათლება 2 აპრილი, 2025
-
განათლების უფლება საქართველოში – რას წერს სახალხო დამცველი უახლეს ანგარიშში by ARIS.GE-განათლება 2 აპრილი, 2025
-
რომელ 10 საჯარო სკოლას უწევს მონიტორინგი ავტორიზაციის საბჭოსგან – სკოლების სია by ARIS.GE-განათლება 1 აპრილი, 2025