GE

რომელ ქალაქებსა და ცენტრებში ჩატარდება 2022 წლის ეროვნული გამოცდები – გაგრილების სისტემების გამართულად მუშაობისთვის კომპანიას ეძებენ

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს და გამოცდებზე გამსვლელთათვის შესაბამისი პირობები უნდა შეიქმნას. ამაზე მიუთითებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს – ESIDA მიერ ფასთა კვლევის გამოცხადება, რომლის თანახმად შეირჩევა კომპანია, რომელიც გამოცდების პერიოდში, საჯარო სკოლების შენობებში განთავსებული გაგრილების სისტემის დაზიანებას დროულად აღმოფხვრის და ამ მიმართულებით დაეხმარება.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში საუბარია 25 საგამოცდო ცენტრზე და იქვე ჩამოთვლილია 20 სკოლის მისამართი, სადაც გაგრილების სისტემასთან დაკავშირებული დახმარება ესაჭიროებათ. კითხვაზე, რატომ არის მითითებული 25 საგამოცდო ცენტრი განცხადებაში, როცა მათი ჩამონათვალი 20-ია, ESIDA-ში გვიპასუხეს, რომ 25 გაგრილების სისტემაზეა საუბარი, რომელიც  ზოგიერთ საგამოცდოდ არჩეულ ადგილს ერთზე მეტი აქვს.

როგორც EDU.ARIS.GE-მ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გაარკვია, საგამოცდო ცენტრების ზუსტი რაოდენობა ჯერ გარკვეული არ არის და მათ ჩამონათვალს, მისამართებსა და გამოცდების ჩატარების განრიგს, “ნაეკი”, სავარაუდოდ, 15 ივნისს გამოაქვეყნებს.

„ესიდას“ მიერ განცხადებაში მითითებული სკოლებისა და მისამართების ჩამონათვალი კი, რომელსაც საგამოცდოდ ამზადებენ, წელს ასე გამოიყურება:

  • ქ.თბილისის 39-ე საჯარო სკოლა – ქ.თბილისი, გლდანის 1-ლი მ/რ
  • ქ.თბილისის 103-ე საჯარო სკოლა – ქ.თბილისი, მესხეთის ქ. №72
  • ქ.თბილისის 117-ე საჯარო სკოლა – ქ.თბილისი, თრიალეთის ქ. №7
  • ქ.თბილისის 133-ე საჯარო სკოლა – ქ.თბილისი, ვარდისუბნის ქ. № 8
  • ქ.თბილისის 175 ა საჯარო სკოლა – ქ.თბილისი, მუხიანის მე-3 მ/კ
  • ქ.თბილისის 175 ბ საჯარო სკოლა – ქ.თბილისი, მუხიანის მე-3 მ/კ
  • ქ.თბილისის 177-ე საჯარო სკოლა – ქ.თბილისი, გლდანის მე-5 მ/რ
  • ქ.თბილისის 191-ე საჯარო სკოლა – ქ.თბილისი, გლდანის მასივი, 5 მკ/რ-ნი
  • ქ.ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლა – ქ.ქუთაისი, რუსთაველის ქ. №127
  • ქ.ბათუმის 1-ლი საჯარო სკოლა – ქ.ბათუმი, დ. თავდადებულის ქ. №47
  • ქ.ბათუმის მე-10 საჯარო სკოლა – ქ.ბათუმი, ბაგრატიონის ქ. №121
  • ქ.ბათუმის მე-14 საჯარო სკოლა – ქ.ბათუმი, ინასარიძის ქ. №11
  • ქ.ზუგდიდის მე-4 საჯარო სკოლა – ზუგდიდი, ც.დადიანის ქ. №8
  • ქ.რუსთავის 15-ე საჯარო სკოლა – ქ. რუსთავი, VIII მ/რ
  • ქ.გორის მე-3 საჯარო სკოლა – ქ.გორი, დ.ამილახვარის ქ. №26
  • ქ.ახალციხის 1-ლი საჯარო სკოლა – ქ. ახალციხე, მიქუტიშვილის ქ.№2
  • ქ.თელავის მე-8 საჯარო სკოლა – ქ.თელავი, თამარის ქ. №69
  • ქ.ფოთის მე-3 საჯარო სკოლა – ქ.ფოთი, ზამბახიძის ქ. №3
  • ქ.ოზურგეთის მე-2 საჯარო სკოლა – ქ.ოზურგეთი, გაბრიელ ეპისკოპოსის ქ.9
  • დ.ხულოს საჯარო სკოლა – დ.ხულო, შავაძის ქ. №3

რაც შეეხება საგამოცდო ცენტრებში გაგრილების სისტემის გამართულ მუშაობას, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს იმ კომპანიის მიმართ, რომელმაც ტენდერში უნდა გაიმარჯვოს, მკაცრი მოთხოვნა აქვს:

„სამუშაოს შესრულების ვადა – შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 1 დღე. ტექნიკური დავალების მიხედვით, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად საჭიროებიდან გამომდინარე, კონდიციონერის გაუმართაობის, დაზიანების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია გამოცხადდეს ადგილზე და დაუყონებლივ უზრუნველყოს გაუმართაობის, დაზიანების აღმოფხვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2022 წლის 31 სექტემბერის ჩათვლით“.

ასევე იხილეთ:

როდის ამოვბეჭდავთ საგამოცდო ბარათებს და გამოქვეყნდება ეროვნული გამოცდების განრიგი? – „ნაეკის“ პასუხები აბიტურიენტებს

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური