რომელ სტუდენტებს დაეხმარება ფინანსურად გორის მერია 2025 წელს – ბიუჯეტი დამტკიცდა
გორის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის თანახმად, რომელიც დეკემბრის თვეში საკრებულომ დაამტკიცა და იანვრიდან ამოქმდდება, გათვალისწინებულია სტუდენტების სწავლის დაფინანსებაში დახმარებაც.
ვინ და რა ოდენობით დაფინანსდება
სტუდენტთა და სპორტსმენთა დახმარების ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ პროგრამაზე სწავლის საფასურის თანადაფინანსება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, ერთჯერადად გაეწევათ სტუდენტებს, რომლებიც არიან სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან და მინიჭებული აქვთ 0-დან 150 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა, არ სარგებლობენ სხვა სახელმწიფო პროგრამით, ან/და აქვთ მოპოვებული 50% და 70% სახელმწიფო გრანტი სწავლის დაფინანსებაზე.
2. ერთჯერადი ფულადი დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით გაეწევათ ოლიმპიური სახეობების საქართველოს ნაკრების მოქმედ სპორტსმენებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ 0-დან 150 000-ჩათვლით სოციალური სარეიტინგო ქულა.
3. შეზღუდული შესაძლებლობის მკვეთრად გამოხატული სტატუსის მქონე სტუდენტს, რომელმაც 2025 წელს ჩააბარა და სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ პროგრამაზე, საბაკალავრო საფეხურზე სწავლის პერიოდში დახმარება გაეწევათ ერთჯერადად 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.
4. შეზღუდული შესაძლებლობის მნიშვნელოვნად გამოხატული სტატუსის მქონე სტუდენტს, რომელმაც 2025 წელს ჩააბარა და სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ პროგრამაზე, საბაკალავრო საფეხურზე სწავლის პერიოდში, დახმარება გაეწევათ ერთჯერადად 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
5. მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული დახმარების მოთხოვნის უფლება აქვთ ასევე იმ სტუდენტს, რომელიც სწავლობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკრედიტებულ პროგრამაზე საბაკალავრო საფეხურზე და 2024 წელს ისარგებლა გორის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დახმარებით.
როგორც ბიუჯეტში ვკითხულობთ, ქვეპროგრამის მიზანია სოციალურად დაუცველი სტუდენტების და სპორტსმენების ფინანსური მხარდაჭერა.
განსაკუთრებით დაინტერესებულთათვის: იხილეთ დადგენილება
- EMIS-ის გაფრთხილება სკოლების ადმინისტრაციას და მასწავლებლებს – 27 დეკემბერი სემესტრის ბოლო დღეა by ARIS.GE-განათლება
- თუ აბიტურიენტი ხარ, ან სამაგისტრო გამოცდის ჩაბარებას გეგმავ, ეს უნდა იცოდე – ცვლილება ორ ბრძანებაში by ARIS.GE-განათლება
- „როგორც ჩანს, სკოლების უმეტესობა ცდილობს არ გაიღოს სწავლა-სწავლების პროცესისთვის ძალიან საჭირო ხარჯები“ – კვლევების ეროვნული ცენტრი by ARIS.GE-განათლება