GE

რომელი აბიტურიენტი არ დაიშვება ეროვნულ გამოცდებზე – ამირან გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტოროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირნ გამყრელიძის განცხადებით, სახლმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რომ 2020 წლის ერთიან ეროვნულ გაომოცდებზე კორონავირუსით ინფცირებული პირის დაშვება არ მოხდეს.

ამირან გამყრელიძე, აპლიკანტებს, რომლებსაც გამოცდიდან რამდენიმე დღით ადრე კოვიდ 19-სთვის დამხასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდებათ, ურჩევს უბნის ექიმებს მიაკითხონ, რის შემდეგაც ისინი PCR ტესტირებაზე გაიგზავნებიან.

„ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდაზე არ მოხვდეს ინფიცირებული აბიტურიენტი, რომ შემდეგ ის არ გახდეს ინფექციის მასობრივი გავრცელების წყარო. კოვიდ ინფექციის გამოვლინების მთავარი სიმპტომები გახლავთ პირველ რიგში ტემპერატურის მომატება, ხველა, სუნთქვის უკმარისობა. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ამ სიმპტომების მქონე ადამიანი იყოს წინასწარ დიაგნოსტირებული. იგივე სიმპტომები და განსაკუთრებით ზაფხულში, შეიძლება, ახასიათებდეს სხვადასხვა დაავადებებს და ჩვენ აბიტურიენტი არ უნდა ჩვაყენოთ ისეთ მდგომარეობაში, რომ თუ მას აქვს დავუშვათ ალერგია, ან ჩვეულებრივი გაციება, ასევე ზოგს ნორმალურ ტემპერატურად 37 გრადუსი აქვს ხოლმე, არ დაიჩაგროს და არ მოიხსნას გამოცდიდან“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი აღნიშნავს, რომ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, გამოცდაზე მისულ აბიტურიენტს აუცილებალდ დასჭირდება PCR ტესტის პასუხი, რომელიც დაადასტურებს რომ ის კოვიდ უარყოფითია და ამ შემთხვევაში მისი დაშვება გამოცდაზე იზოლირებულ სივრცეში მოხდება.

კოვიდის დიაგნოზი საბოლოო დადასტურებულად, საერთაშორისო და ჩვენს ქვეყანაში მიღებული განსაზღვრებით, ითვლება მხოლოდ მაშინ, თუ ლაბორატორიულად დასტურდება კოვიდ ინფექცია, მხოლოდ და მხოლოდ მოლეკულური ტექნოლოგიით, ანუ PCR ტესტირებით და თუ დასტურდება ამ კვლევით, მაშინ, რა თქმა უნდა, აბიტურიენტი არ დაიშვება გამოცდაზე. ამიტომ, თუ გამოცდებამდე რამდენიმე დღით ადრე, აბიტურიენტს აქვს სიმპტომები, რა თქმა უნდა, მან უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს და ოჯახის ექიმის რჩევით იქნება ის შემდგომ  გამოკვლეული და იქნება რეფერირებული PCR კვლევაზე. მათთვის კვლევა უფასოდ ჩატარდება. თუ აბიტურიენტს წინასწარ ექნება ჩატარებული კვლევა, მივა გამოცდაზე და იქ თერმოსკრინინგით აღმოაჩნდება ტემპერატურა, ჩატარებული კვლევა კი კოვიდზე უარყოფითი ექნება, მაშინ არის შესაბამისი პროტოკოლი, რომლითაც ის დაიშვება გამოცდაზე იზოლირებულ ოთახში, შესაბამისი ბარიერებით, რომ გამოირიცხოს ყველანაირი მოულოდნელობა“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

მისივე თქმით, არის რამდენიმე ვარიანტი რაც შეიძლება გამოუვლინდეს გამოცდაზე მისულ პირს, მაგალითად მხოლოდ ტემპერატურა სიმპტომების გარეშე, ტემპერატურა და სიმპტომები, მათთვის სხვადასხვა პროტოკოლი იქნება გათვალისწინებული.

„დასაშვებია ემოციური მდგომარეობის ფონზე მოხდეს ტემპერატურის მატება და ხშირად დისტანციურ თერმომტრებსაც, როდესაც ძალიან ხშირად იყენებენ, აქვს თავისი ზღვარი სიზუსტისა, ამიტომ თუ გამოცდაზე მისულ აბიტურიენტს ტემპერატურა დაუფიქსირდა, მას ეძლევა დრო ჩვეულებრივი კლასისკური თერმომეტრით გადაიმოწმოს. კლასიკური თერმომეტრი უფრო ზუსტია, ამიტომ ასეთი საშუალებაც იქნება.“- განმარტავს ამირან გამყრელიძე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრს დირექტორი ასევე აღნიშნავს, რომ პირველ გამოცდაზე დაშვებულ სიმპტომების მქონე ადამიანს, რომელსაც აქვს უარყოფითი PCR ტესტი , მეორე გამოცდისთვის აუცილებლად დასჭრდება  ტესტის გადამოწმება, რაც ასევე დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

ცნობილია რა წესების დაცვა მოეთხოვება აბიტურიენტს 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და იქნება თუ არა გაგრილება

დაავადებათა ცენტრის დეტალური რეკომენდაციები 2020 წლის გამოცდების ჩატარებისთვის – დოკუმენტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური