GE

რომელი სტუდენტებისთვის გამოყო საქართველოს მთავრობამ 20 000 ლარი – პრემიერის დადგენილება

საქართველოს მთავრობა 20 000 ლარი გამოყო ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული კონკრეტული კატეგორიის სტუდენტებისთვის.

დაფინანსება განხორციელდება საქართველოს იმ მოქალაქის, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირის შემთხვევაში, რომელზეც გაცემულია პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი ან/და აღნიშნულ პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციის საფუძველზე მინიჭებული აქვს პირადი ნომერი და რომელიც აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების შემდეგ სწავლას განაგრძობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე.

დღეს, 22 აგვისტოს გამოქვეყნებულ მთავრობის დადგენილებაში, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, წერია, რომ სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობა სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული სწავლის საფასურის შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის მაქსიმალური ოდენობისა – არაუმეტეს 2250 ლარისა.

იხილეთ ამ მომენტისთვის არსებული ინფორმაცია განცხადებების წარდგენისა და დაფინანსების მინიჭების გადამწყვეტი ორგანოს შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური