რომელი უნივერსიტეტების პროგრამებზე იმსჯელებს 30 დეკემბერს აკრედიტაციის საბჭო
დღეს, 30 დეკემბერს, განათლების ხარისხსი განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოში ავტორიზებული სამი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საკითხებზე იმსჯელებს.
14:00 საათზე გასამართ სხდომაზე შემდეგი უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია განიხილება:
სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
შპს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის „ბიზნესის ადმინისტრირების (მენეჯმენტი)“ საბაკალავრო (180 კრედიტიანი), „ბიზნესის ადმინისტრირების (მარკეტინგი)“ საბაკალავრო (180 კრედიტიანი), „ბიზნესის ადმინისტრირების (ფინანსები)” საბაკალავრო (180 კრედიტიანი), „ბიზნესის ადმინისტრირების“ სამაგისტრო, „ბიზნესის ადმინისტრირების“ სადოქტორო და „ბიზნესის ადმინისტრირების“ ინგლისურენოვანი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის “მენეჯმენტის (ძირითადი სპეცილობა)”, “მენეჯმენტის”, “მენეჯმენტის” ინგლისურენოვანი და “მენეჯმენტის (ძირითადი სპეციალობა)” ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების, “მენეჯმენტის”, “ბიზნესის ადმინისტრირების” ინგლისურენოვანი, “ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტის” სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებისა და “ბიზნესის ადმინისტრირების” სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის კლასტერის აკრედიტაციის საკითხის განხილვა.
ხარისხის ცენტრის გადაწყვეტილება პროგრამების თაობაზე მოგვიანებით გახდება ცნობილი.
-
12 საჯარო სკოლა, რომლებსაც ავტორიზაციის საბჭოსგან მონიტორინგი 1-5 სექტემბერს უწევთ – სია
by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
ავტორიზაციის საბჭო 11 სკოლის საკითხს განიხილავს – სია
by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
-
14 საჯარო სკოლა, რომლებსაც ავტორიზაციის საბჭოსგან მონიტორინგი უწევთ – სია
by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი