GE

რომელია სწორი: ლიმნის თუ ლიმონის? – ფუძის კუმშვა გრამატიკულ ცნობარში

გრამატიკული ცნობარის მესამე გაკვეთილი ფუძის კუმშვას დაეთმობა. დავასახელებთ რამდენიმე ფორმას, რომელიც ყველაზე ხშირად გამოიყენება მეტყველების დროს არასწორად ( კუმშვადია და უკუმშველად წარმოთქვამენ ან წერენ), ასევე დეტალურად მიმოვიხილავთ, როგორ სახელებს ეკუმშება ფუძე.

ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები

მკვლევარის, ტაძარის, ჭიშკარის, ამბავის, მწყერის, დედაბერის, მაჩაბელის, ლიმნის

წესი: კუმშვა ეწოდება ფუძიდან ხმოვნის ამოვარდნას. იკუმშება ა,  და ხმოვნები.

(ამათგან ხმოვანი ან საერთოდ იკარგება ( ობოლი-ობლის), ან  – დ გადაიქცევა ( ნიორი-ნივრის).

როგორ სახელებს ეკუმშება ფუძე?

ფუძე შეიძლება შეეკუმშოს სხვადასხვა შედგენილობისა და სხვადასხვა დაბოლოების მქონე სახელებს, მაგრამ უმთავრესად ისეთებს, რომელთაც ფუძე უმთავრდებათ მარცვლებზე:

ალმსხალი ( მსხლის), რძალი(რძლის), წყალი(წყლის), კომბალი(კომბლის), მაყვალი(მაყვლის), გენერალი(გენერლის), მუგუზალი(მუგუზლის), ფორთოხალი(ფორთოხლის), ჭარხალი(ჭარხლის)…

ელ: მღვდელი(მღვდილის), შველი ( შვლის), ბეღელი ( ბეღლის), ბოსელი (ბოსლის), უღელი ( უღლის), სარტყელი ( სარტყლის), ფურცელი ( ფურცლის)…

საგანგებოდ უნდა აღინიშნოს გვარები: წერეთელი და მაჩაბელი.

ორივე გვარი კუმშვადია, მიუხედავად იმისა, რომ საერთო წესის თანახმად, ადამიანთა საკუთარ სახელებს და გვარებს ფუძე არც ეკუმშებათ და არც ეკვეცებათ.

შესაბამისად, სწორია: წერეთლის, მაჩაბლის.

ანბოსტანი ( ბოსტნის), აკვანი ( აკვნის), საგანი(საგნის), დერეფანი(დერეფნის), კიდობანი(კიდობნის), მოედანი(მოედნის), იასამანი(იასამნის), ეჟვანი(ეჟვნით), თიკანი(თიკნის), მარანი(მარნის)…

ენ: ყურძენი ( ყურძნის), ყავარჯენი ( ყავარჯნის), შევარდენი(შევარდნის)…

არ: ზვარი ( ზვრის), აბჯარი(აბჯრის), ამქარი(ამქრის), მკვლევარი(მკვლევრის), ბაზარი(ბაზრის), კელაპტარი ( კელაპტრის), სოვდაგარი ( სოვდაგრის), ფეიქარი ( ფეიქრის), დასტაქარი(დასტაქრის)…

ერ: მტერი ( მტრის), მწყერი (მწყრის), კისერი(კისრის), მეწყერი ( მეწყრის), საცერი ( საცრის), ოფიცერი(ოფიცრის), დედაბერი(დედაბრის)…

ამ: ატამი ( ატმის), ვახშამი ( ვახშმის), წალამი ( წალმის), ლაგამი ( ლაგმის), ქათამი ( ქათმის)...

ემ: ირემი(ირმის), ურემი ( ურმის)…

ოლ: გოდოლი ( გოდლის), ობოლი(ობლის), ფოთოლი(ფოთლის)…

ონ: დიაკონი ( დიაკვნის), მაწონი(მაწვნის), საპონი(საპნის)…

ორ: გოდორი(გოდრის), კოკორი ( კოკრის), მინდორი ( მინდვრის), ნიორი(ნივრის), ქოჩორი(ქოჩრის)…

სახელი „ამბავი“ უნიკალურია, რადგან შეკუმშვისას ხმოვანთან ერთად ის კარგავს თანხმოვანსაც და მხოლობითი რიცხვის სამ ბრუნვაში: ნათესაობითში, მოქმედებითსა და ვითარებითში გვექნება: ამბ-ის, ამბ-ით, ამბ-ად ( და არა ამბავ-ის, ამბავ-ით, ამბავ-ად).

გახსოვდეთ: ზემოთ დასახელებულ მარცვლებზე დაბოლოებული ერთმარცვლიანი თანხმოვანფუძიანი საზოგადო არსებითი სახელები უკუმშველია. კუმშვა საჭიროა მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი კომპოზიტების მეორე ნაწილს წარმოადგენენ. შესაბამისად, სწორია დედაბრის, ჭიშკრის;

არსებითი სახელი ლიმონი უკუმშველია;

გარდა ამისა, სიტყვა არ შეიკუმშება, თუ შეკუმშვის გამო ძნელად გამოსათქმელი თანხმოვნები მოიყრის თავს;

სხვადასხვა საკითხი თუ სხვადასხვა საკითხები? – გრამატიკული ცნობარი

ზმნისწინთა მართლწერა – გრამატიკული ცნობარი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური