რუისელ პედაგოგს გამოცდაზე ტრანსპორტის არარსებობის გამო დააგვიანდა
2019 წლის პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდები დაიწყო. დღეს მასწავლებლები გამოცდას პროფესიულ უნარებში აბარებენ. პედაგოგთა გამოცდების პირველივე დღეს დაგვიანების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა თბილისისა და გორის საგამოცდო ცენტრებში.
დაგვიანების გამო, კახეთიდან თბილისში ჩამოსული პედაგოგები გამოცდაზე არ დაუშვეს
გამოცდაზე დაშვებას ერთი საათი ითხოვდა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის საჯარო სკოლის რუსული ენის პედაგოგიც. იგი საგამოცდო ცენტრთან გამოცდის დაწყებიდან 10 წუთის შემდეგ მივიდა. პედაგოგმა დაგვიანების მიზეზად საზოგადოებრივი ტრანსპორტის არ არსებობა დაასახალეა.
,,ორი საათი ველოდებოდი ტრანსპორტს ტრასაზე და არაფერი მოვიდა. არც ტაქსი იყო. საგანი მაქვს ჩაბარებული და დღეს პროფესიული უნარები უნდა დამეწერა. იქნებ რამე იყოს საშველი”, – უთხრა EDU.ARIS.GE-ის რუისის სკოლის პედაგოგმა.
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება