რუსთავის საგამოცდო ცენტრში, ელექტროენერგიის გათიშვის გამო, ზოგადი უნარების გამოცდა დაგვიანებით დაიწყო
რუსთავის საგამოცდო ცენტრში, რომელიც #22-ე საჯარო სკოლაშია განთავსებული, ზოგადი უნარების გამოცდის მეორე სესია 15 წუთის დაგვიანებით დაიწყო.
აღნიშნულის მიზეზი სკოლის შენობაში ელექტროენერგიის შეზუღდვა გახდა. ცენტრი გენერატორზე გადაერთო.
როგორც ცენტრში განმარტეს, დაგვაინებით დაწყებული გამოცდის გამო, დრო, რომელიც აბიტურიენტებს ტესტებზე სამუშაოდ დააკლდათ, დაემატებათ.
რუსთავის საგამოცდო ცენტრში დღეს დაგვიანებით ერთი აპლიკანტი მივიდა. ასევე გამოცდაზე გამოცხადდა ორი ისეთი აბიტურიენტი, რომლებიც გამოცდაზე გუშინ უნდა გასულიყვნენ. არც ერთი მათგანი გამოცდაზე აღარ დაუშვეს.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები აბიტურიენტებს ურჩევენ, დააზუსტონ გამოცდის თარიღები და დრო, რათა დროულად გამოცხადდნენ თავიანთი გამოცდის დღეს. ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ აბიტურიენტების საგამოცდო ბარათზეა დატანილი.
მოამზადა ეკა წივწივაძემ
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება