GE

რუსთავის სამი საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

რუსთავში სამი საჯარო სკოლა, N4, N22 და N24 საჯარო სკოლები სწავლების დიტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ.

კორონავირუსი დაუდასტურდათ N4 და N24 საჯარო სკოლების მე-7 და მე-10 კლასის მოსწავლეებს. კლასები, სადაც ინფიცირებული მოსწავლეები სწავლობენ, სწავლების დისტანციურ რეჟიმზეა გადასული.

N22 საჯარო სკოლაში კორონავირუსი მასწავლებელს დაუდასტურდა, რასაც სკოლის დირექტორი ეკა ცხვედაძე ადასტურებს.

მისი თქმით, მასწავლებელი მაღალი საფეხურის კლასებს ასწავლის. სკოლის 1400-ზე მეტი მოსწავლე და 70 მასწავლებელი დისტანციურ სწავლებაზე 2 კვირის განმავლობაში იქნება. უშუალოდ ინფიცირებულ მასწავლებელთან შეხებაში მყოფ მოსწავლეებსა და სკოლის პერსონალს თვითიზოლაციაში ყოფნის რეკომენდაცია მიეცათ.

წყარო: inforustavi.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური