GE

რუსთავში 5 საბავშვო ბაღი კორონავირუსის გამო დახურულია

რუსთავის მასშტაბით, კორონავირუსის შემთხვევები 5 ბაგა-ბაღშია დადასტურებული.

25 მაისის მონაცემები მედიას ა.ა.ი.პ რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ეკა ხუციშვილმა მიაწოდა.

ხუციშვილის თქმით, სააღმზრდელო პროცესი ხუთივე ბაღში შეწყდა.

კორონავირუსის შემთხვევები მე-6, მე-20, 31-ე, 32-ე და 36-ე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დაფიქსირდა.

წყარო: ინფო რუსთავი“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური