GE

რუსთავში მორიგი, N7 საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა

რუსთავის N7 საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

მიზეზი ერთ-ერთი მასწავლებლისთვის კორონავირუსული ინფექციის დადასტურება გახდა.

ინფორმაციას რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი თამარ ხეჩიკაშვილი ადასტურებს.

1100-მდე მოსწავლე და 60-მდე მასწავლებელი სწავლის დისტანციურ რეჟიმზე 2 კვირის განმავლობაში იქნება.

წყარო: inforustavi.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური