„სააუდიტორიო და საგამოცდო პროცესი 1 დღით ვაკეში მდებარე კორპუსებში შეჩერდება“ – თსუ-ის ადმინისტრაცია
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ, სტუდენტებს, 17 ნოემბრის გვიან ღამით შეტყობინება გაუგზავნა იმის თაობაზე, თუ როგორ წარიმართება სასწავლო და საგამოცდო პროცესი უნივერსიტეტში და რა ვადით შეჩერდება სწავლა საგანმანათლებლო დაწესებულების ვაკეში მდებარე კორპუსებში.
ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს ინფორმაციას თავად თსუ-ის სტუდენტები აწვდიან.
სტუდენტების ნაწილმა შეტყობინება მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით მიიღო, ამასთან, ინფორმაცია სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს uni.tsu.ge-ს საშუალებითაც გაეგზავნათ:
“გაცნობებთ, რომ სასწავლო პროცესი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გრძელდება ჩვეულ რეჟიმში. დაგეგმილი საგამოცდო პროცესი (თსუ ბიბლიოთეკის კორპუსში) წარიმართება განსაზღვრული გრაფიკით. ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვის/სატრანპორტო მოძრაობის შეზღუდვის გამო, 18 ნოემბერს ვაკის ტერიტორიაზე მდებარე სასწავლო კორპუსებში დაგეგმილი სააუდიტორიო ან სხვა ტიპის მეცადინეობები შეჩერდება 1 დღით”, – წერია თსუ-ის ადმინისტრაციის წერილში.
ცნობისთვის, ხელახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით ჭავჭავაძის გამზირზე იმართება საპროტესტო აქცია, რომელიც 17 ნოემბრის საღამოს 20:00 საათზე დაიწყო და ორგანიზატორების თქმით, 18 ნოემბრის საღამოს რვა საათამდე გაგრძელდება. გადაიკეტა ჭავჭავაძის გამზირი, ვარაზისხევი, მელიქიშვილის გამზირი და კეკელიძის ქუჩა.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება